კუხიანიძის დუბლი და გამარჯვება რუმინელებთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
1 თებერვალი, 14:00
სამგურალი
კოლხეთი ფოთი
წინა მატჩი
25 იანვარი, 14:00
სამგურალი1
მერანი1
ლიგა 2 - ცხრილი
კუხიანიძის დუბლი და გამარჯვება რუმინელებთან
  • გლორია (რუმინეთი) 0:2 სამგურალი (საქართველო)
    ამხანაგური მატჩი
    0:1 კუხიანიძე (36. დოლიძის პასით, 0:2 კუხიანიძე (47.ახვლედიანის პასით)
    სამგურალი: მეშველიანი, ბრეგვაძე, ლ.ქურდაძე, ბურჯანაძე, ახვლედიანი, გაზდელიანი, დოლიძე, რაზმაძე, ტურე, კუხიანიძე, კუჭუხიძე
    მეორე ტაიმში შევიდნენ: პატარკაციშვილი, ლაღაძე, ჩიხლაძე, ფონიავა, ბანძელაძე, ამბროლაძე, იოსელიანი, ტუღუში, ხელიძე

    წყალტუბოელებმა თურქულ შეკრებაზე მეორე მატჩი რუმინეთის ლიგა 2–ის წარმომადგენელ ,,გლორიას" წინააღმდეგ გამართეს და მეტოქე 2:0 დაამარცხეს.
    უჩა სოსიაშვილმა წინა მატჩისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში არაერთი ცვლილება განახორციელა და რუმინელების წინააღმდეგ სხვა ტაქტიკური სქემა მოსინჯა.
    წყალტუბოელები საწყისი წუთებიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას და მატჩის ბოლომდე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. პირველი ათი წუთის განმავლობაში ჩვენებს ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, 6–ე წუთზე გრიგოლ დოლიძის ფლანგური შეტევისა და გადაცემის შემდეგ თენგიზ ბრეგვაძე ურტყამდა ძლიერად კარისკენ, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. დოლიძის მომდევნო სპრინტსა და გადაცემას საჯარიმოში ვერავინ შეუცვალა მიმართულება.
    მე–12 წუთზე რუმინელებმაც გაამწვავეს ვითარება, მაგრამ მეშველიანი საიმედოდ გაისარჯა.
    წყალტუბოელები მწვავე შეტევებს განაგრძობდნენ და ყოველივე ამას ლოგიკური დაგვირგვინება მოჰყვა, 36–ე წუთზე დოლიძემ კარგი გადაცემა გაუკეთა კუხიანიძეს, რომელმაც მცველებს აჯობა და მახვილი კუთხიდან ,,სამგურალი" წინ გაიყვანა.
    კუხიანიძემ მეორე ტაიმის დასაწყისში დუბლი შეასრულა და სხვაობა კომფორტული გახადა –2:0 ,,სამგურალის" სასარგებლოდ. მეორე გოლის ეპიზოდში მას კარგი გადაცემა გაუკეთა ილია ახვლედიანმა, რომელმაც წყალტუბოელთა საუკეთესო ბომბარდირი თავისივე საჯარიმოდან გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, კუხაინიძემ კი მცველებს სისწაფეში აჯობა და თანაგუნდელს გარჯა დაუფასა.
    წყალტუბოელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. მეტოქეს ერთი თავით სჯობდნენ და მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ ,,გლორიას" კარში გოლი აღარ გასულა.скачать dle 10.5фильмы бесплатно