გამოუყენებელი მომენტები და მარცხი მოსკოვის ლოკომოტივის ახალგაზრდებთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გამოუყენებელი მომენტები და მარცხი მოსკოვის ლოკომოტივის ახალგაზრდებთან
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა“ თურქულ შეკრებაზე დღეს პირველი სპარინგ–მატჩი გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე მოსკოვის ,,ლოკომოტივის“ ახალგაზრდული გუნდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოელები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ უპირატესობას და მეტოქის კართან უამრავი მომენტი შექმნეს, შეხვედრა ,,ლოკომოტივის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
    საფეხბურთო კომპლექს ,,გალისტაში" გამართული შეხვედრა თავიდანვე წყალტუბოელების კარნახით დაიწყო, გრიგოლ დოლიძემ ორჯერ სახიფათოდ შეუტია მეტოქის კარს, მაგრამ მეკარემ და მცველებმა ბოლო წამს განმუხტეს სიტუაცია. ,,ლოკომოტივმა“ ანგარიში 35–ე წუთზე ჩერნიაკოვის ეფექტური გოლით გახსნა. ამის შემდეგ წყალტუბოელებმა აქტიურად შეუტიეს მეტოქეს, მათ საჯარიმოშიც ხშირად შედიოდნენ და მდგომარეობას ამწვავებდნენ, მაგრამ დამაგვირგვინებელი დარტყმა არ გამოსდიოდათ.
    მეორე ტაიმში ,,სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა არაერთ ცვლილებას მიმართა. წყალტუბოელებმა მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გაამწვავეს და მთელი ძალებით შეუტიეს, ანგარიშის გათანაბრების შანსები ჰქონდათ ჩიხლაძეს, კუხიანიძეს, ბრეგვაძეს, ლაღაძეს, მაგრამ ხან მეტოქის მეკარე თამაშობდა კარგად, ხანაც დარტყმებს სიზუსტე ოდნავ აკლდებოდა, ლუკა რაზმაძემ კი ძელს გაარტყა ბურთი. მოკლედ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ,,სამგურალმა“ გოლის გატანა ვერ შეძლო და შეხვედრა მინიმალური სხვაობით დათმო.
    (ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ).

    მოსკოვის ,,ლოკომოტივი“ (ახალგაზრდული)– წყალტუბოს ,,სამგურალი“ 1:0

    სამგურალი: ბ.ქურდაძე, ბანძელაძე (კიკაბიძე), პატარკაციშვილი (ბურჯანაძე), ლ.ქურდაძე, გაზდელიანი (ახვლედიანი), ტუღუში (ბრეგვაძე), ფონიავა (ტურე), დოლიძე (ლაღაძე), რაზმაძე, ჩიხლაძე (ამბროლაძე), კუჭუხიძე (კუხიანიძე)
    სათადარიგოები: მეშველიანი, სვანიძე, ხელიძე, ვოსკანოვი, იოსელიანი
    მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილიскачать dle 11.3