სამგურალმა ამხანაგურ შეხვედრაში ფოთის კოლხეთი დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
14 მარტი, 15:00
სიონი
სამგურალი
წინა მატჩი
9 მარტი, 15:00
სამგურალი0
შუქურა1
ლიგა 2 - ცხრილი
სამგურალმა ამხანაგურ შეხვედრაში ფოთის კოლხეთი დაამარცხა
  • როგორც ამხანაგურ შეხვედრებში ხდება, მწვრთნელებმა ყველა ფეხბურთელს მისცეს თავის გამოჩენის შანსი და ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობებით ჩაატარეს. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა, წყალტუბოელებმა სტუმართა კართან არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს. 23–ე წუთზე დემურ ჩიხლაძის კარგი გადაცემის შემდეგ სერგო კუხიანიძემ ახლო მანძილიდან გაიტანა –1:0. მეორე გოლი წყალტუბოელებმა შესსვენების შემდეგ გაიტანეს, ბექა ბანძელაძის ფლანგური გადაცემა თენგიზ ბრეგვაძემ ვარდნაში ეფექტური და ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 2:0. უჩა სოსიაშვილის შეგირდები ამის შემდეგაც დიდ იპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ საგოლე შანსების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.
    წყალტუბოელები საქართველოში 5 თებერვლამდე ივარჯიშებენ, 6 თებერვალს კი ანტალიისკენ აიღებენ გეზს, სადაც 15 დღიან შეკრებას გაივლის და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

    სამგურალი – კოლხეთი (ფოთი) 2:0
    ამხანაგური მატჩი
    გოლები: 1:0 სერგო კუხიანიძე (33), 2:0 თენგიზ ბრეგვაძე (54)
    01.02. წყალტუბო.

    სამგურალი: ბ.ქურდაძე, ლ.ქურდაძე, კიკაბიძე, გაზდელიანი, ბურჯანაძე, ფონიავა (ვოსკანოვი), ტურე, ამბროლაძე, დ.ჩიხლაძე, კუხიანიძე, ტუღუში
    მე–2 ტაიმი
    მეშველიანი, ახვლედიანი, ბურჯანაძე, პატარკაციშვილი, ბანძელაძე, ლაღაძე, ბრეგვაძე, ჯიჯავაძე (ვოსკანოვი) რაზმაძე, დ.ჩიხლაძე (ამბროლაძე (ტურე), ხელიძე (კუხიანიძე)

    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
    скачать dle 10.5фильмы бесплатно