ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე სამგურალში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე სამგურალში
  • წყალტუბოს ,,სამგურალში" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე ბექა ქურდაძე ითამაშებს.
    ფეხბურთელი წყალტუბოელთა რიგებს შეკრების პირველივე დღიდან შეუერთდა, დღეს კი მხარეებს შორის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა.
    22 წლის გოლკიპერი გასულ სეზონში ,,გაგრას" ღირსებას იცავდა.
    ბექა ქურდაძემ შარშან ეროვნული ლიგა 2-ის 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც კარის მშრალად შენახვა 14 ჯერ მოახერხა.
    ამ მხრივ ბექამ ,,კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2''-ის 2019 წლის სეზონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

    პროფესიოლი საფეხბურთო კარიერა ბექა ქურდაძემ ,,საბურთალოში" დაიწყო, 2017 წელს თბილისის ,,ლოკომოტივში" გადავიდა. ერთ წელიწადში კვლავ ,,საბურთალოს" დაუბრუნდა, საიდანაც ,,გაგრას" მიაშურა.
    ბექა საქართველოს ასაკობრივი (17, 19 წლამდელთა) და ახალგაზრდული ნაკრებების კარს იცავდა და საერთაშორისო მატჩებში დიდი გამოცდილება აქვს.скачать dle 11.3