ქუთაისის ,,ტორპედოს" ყოფილი ნახევარმცველი ,,სამგურალში"
წყალტუბოს "სამგურალმა" ქუთაისის "ტორპედოდან" 25 წლის ნახევარმცველი პაპუნა ფონიავა დაიმატა. მხარეებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. 2012 წლიდან მოყოლებული, ფონიავა მარტვილის "მერანის", ბათუმის "დინამოს", საჩხერის "ჩიხურასა" და "რუსთავის" ღირსებას იცავდა. ბოლო ნახევარი სეზონი მან ქუთაისის "ტორპედოში" გაატარა.
скачать dle 11.3