წყალტუბოს "სამგურალი" ახალი სეზონისთვის დაკომპლექტებას აგრძელებს. გუნდს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს - 29 წლის ცენტრალური მცველი ლევან ქურდაძე.
გამოცდილ უკანახაზელს არაერთ ქართულ კლუბში უთამაშია. 2015 წლიდან მოყოლებული, ის "გაგრას" თბილისის "ლოკომოტივისა" და "ცხინვალის" ღირსებას იცავდა, ბოლო სეზონის ნახევარი კი გორის "დილაში" გაატარა, საიდანაც "სამგურალში" მივიდა.
скачать dle 11.3