სამგურალის სამზადისი – ჯერ წყალტუბო, შემდეგ ანტალია » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალის სამზადისი – ჯერ წყალტუბო, შემდეგ ანტალია
  • ,,სამგურალმა" ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება 4 იანვარს წყალტუბოში დაიწყო. მალევე გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა. ტაქტიკურ და ტექნიკურ მომზადებასთან ერთად, წყალტუბოელები ტრენაჟორებზე ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზეც მუშაობენ.

    პარალელურად ,,სამგურალი" დაკომპლექტების პროცესშია. გუნდი ამ ეტაპისთვის ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. კონტრაქტები ამოეწურათ და სხვა კლუბებში გააგრძელებენ კარიერას: ლევან ლიპარტელიანი, გიორგი გაგნიძე, ლევან კაკულია და ნიკოლოზ გაბაძე.

    რაც შეეხებათ ახალწვეულებს, ,,სამგურალმა" ,,გაგრადან" ცენტრალური მცველი ომარ პატარკაციშვილი დაიმატა
    ჩვენს გუნდში ითამაშებენ ცენტრალური ნახევარმცველები პაპუნა ფონიავა (ქუთაისის ,,ტორპედოდან"), ლევან ქურდაძე (გორის ,,დილადან") და დემურ ჩიხლაძე ( საჩხერის ,,ჩიხურადან"). გარდა ამისა, ,,სამგურალმა" მარტვილის ,,მერანიდან" გუნდის ყოფილი ლიდერები უშანგი ბანძელაძე და ბაქარ ლაღაძე დაიბრუნა. სასელექციო პროცესი გრძელდება და ამ მხრივ სიახლეები კვლავ იქნება.

    ,,სამგურალი" საქართველოში 5 თებერვლამდე მოემზადება. რა დროსაც ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 25 იანვარს წყალტუბოელები საკუთარ არენაზე მარტვილის ,,მერანს" დაუპირისპირდებიან. მეორე მეტოქე კი მოგვიანებით გაირკვევა.
    6 თებერვალს ,,სამგურალი" თურქეთისკენ აიღებს გეზს, სადაც ლარაში (ანტალიის რეგიონი) 15 დღიან შეკრებას გაივლის. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი გუნდი თურქეთში 4 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ,,სამგურალის" მეტოქეები მოგვიანებით გაირკვევა.скачать dle 11.3