სამგურალი ეროვნულ ლიგა 2–ში დაბრუნდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი ეროვნულ ლიგა 2–ში დაბრუნდა
  • უჩა სოსიაშვილის შეგირდებმა ფაქტობრივად პირველვე მატჩში გადაწყვიტეს ამ წყვილში გამარჯვებულის ბედი, როცა მეტოქე სტუმრად 3:0 დაამარცხეს. ,,წყალტუბო არენაზე" გამართულ საპასუხო შეხვედრაში კი კარგად დაწყებული საქმე, ეროვნულ ლიგა 2–ში აღზევებით დაასრულეს. მატჩის შესახებ ანგარიშიც კარგად მეტყველებს. წყალტუბოელებმა მეტოქე საწყისი წუთებიდან კარს მიაჯაჭვეს და 6 უპასუხო გოლი გაუტანეს.
    25–ე წუთზე ანგარიში ნიკა აფხაზავამ თავური დარტყმით გახსნა. 43–ე წუთზე ლაშა კუჭუხიძემ მცველების შეცდომით ისარგებლა და ბურთი ფოთელთა კარის ცხრიანში დაუმიზნა –2:0
    მეორე ტაიმში უჩა სოსიაშვილმა ცვლილებებს მიმართა. კუჭუხიძის ნაცვლად მოედანზე გუნდის ბომბარდირი სერგო კუხიანიძე გამოიყვანა, მოგვიანებით მინდორზე გამოჩნდნენ გაგა გაზდელიანი და ლევან ლიპარტელიანი. ,,სამგურალმა" იერიშები გააგრძელა და შედეგმაც არ დაახანა, 67–ე წუთზე სერგო კუხიანიძემ სამამდე გაზარდა სხვაობა, ორიოდე წუთში კი ილია ახვლედიანმა გაიტანა და სამგურალის უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა – 4:0. 79–ე წუთზე კვლავ სერგო კუხიანიძის ჯერი დადგა,უჩა სოსიაშვილის შეგირდები მისი დუბლის შემდეგაც არ გაჩერებულან, 87–ე წუთზე კუხიანიძეს ჰეთ–თრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ გაგა გაზდელიანს უპასა და მანაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:0скачать dle 11.3