წყალტუბოს ,,სამგურალმა" ლიგა 3-ის 32-ე ტურში უშუალო კონკურენტ დუშეთის ,,არაგვს" უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
წყალტუბოელებისთვის მატჩი არც თუ სახარბიელოდ დაიწყო. მე-4 წუთზე დუშელები ნიკოლოზ ხინთიბიძემ დააწინაურა -0:1. პირველი ტაიმი სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა შეცვლებს მიმართა. თამაშში ბექა კაკუშაძე, ილია ახვლედიანი და გიგა ამბროლაძე ჩაერთვნენ, ცვლილებებმა გაამართლა, 76-ე წუთზე ახვლედიანმა ანგარიში გაათანაბრა 1:1.
მატჩის დარჩენილი დრო უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. 79-ე წუთზე ,,სამგურალის" კარში პენალტი დაინიშნა, ირაკლი ქათამაძის დარტყმა მეკარე კახაბერ მეშველიანმა მოიგერია. შემდეგ კი დაუწერელი საფეხბურთო კანონი ამოქმედდა და 83-ე წუთზე ნიკა აფხაზავამ ,,არაგვის" კარში გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა-2:1
,,სამგურალმა" მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა.
скачать dle 11.3