,,სამგურალმა“ ,,საბურთალო“2 დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალმა“ ,,საბურთალო“2 დაამარცხა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ლიგა3–ის 30–ე ტურის მატჩში ,,საბურთალო“ 2–ს უმასპინძლა და თბილისური გუნდი 3:1 დაამარცხა. წყალტუბოელებმა მატჩის პირველი ნახევარი საკმაოდ ,,მძიმედ“ ჩაატარეს და 40–ე წუთზე მდევრის როლში აღმოჩნდნენ. სტუმრები ლაშა კოხრეიძემ დააწინაურა–0:1.
    მეორე ტაიმში ,,სამგურალი“ გაცილებით უკეთ ათამაშდა და შედეგმაც არ დაახანა, 59–ე წუთზე სერგო კუხიანიძემ ანგარიში გაათანაბრა, ერთ წუთში კი თენგიზ ბრეგვაძემ მასპინძლები წინ გაიყვანა – 2:1. შეხვედრა უჩა სოსიაშვილის შეგირდების უპირატესობით გაგრძელდა და 70–ე წუთზე კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა 3:1. მატჩის დასრულებამდე წყალტუბოელებს გოლის გატანის შანსი რამდენჯერმე მიეცათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

    სამგურალი – საბურთალო 2 3:1
    21.10. წყალტუბო – ,,26 მაისი“
    0:1 ლ.კოხრეიძე (40), 1:1 კუხიანიძე (59), 2:1 ბრეგვაძე (60), 3:1 კუხიანიძე (70)
    სამგურალი: მეშველიანი, გაგნიძე (83.აფხაზავა), ტურე, კუხიანიძე, ტუღუში (87.ახვლედიანი), გაზდელიანი, ბრეგვაძე, კაკულია, კუჭუხიძე (78.ამბროლაძე), ბურჯანაძე, კიკაბიძე (C)
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, ლიპარტელიანი, კაკუშაძე, გაბაძე
    მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

    საბურთალო 2: მეგრელიშვილი, ნაფიშვილი, ბერიძე, ნონიკაშვილი (83.გაბინია), ჭანტურიშვილი, მამაცაშვილი, გოჩოლეიშვილი, ღლონტი, ჩხაიძე (71.ჭიაბრიშვილი), ლ.კოხრეიძე, ყურშავიშვილი (46.შაქარაშვილი)
    სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, ფაჩულია, ბერუჩაშვილი, ჩივაძე
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
    გაფრთხილება: გაგნიძე (50)
    არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი
    скачать dle 11.3