სამგურალის ბრწყინვალე გამარჯვება და სიურპრიზი ,,ბეთლემისგან" » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალის ბრწყინვალე გამარჯვება და სიურპრიზი ,,ბეთლემისგან"
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" სტუმრად 3:0 დაამარცხა ლიგა 3-ის მეორეადგილოსანი დუშეთის ,,არაგვი". მატჩის მე-11 წუთზე ბექა კაკუშაძის გადაცემის შემდეგ ლაშა კუჭუხიძემ ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა-1:0. დანარჩენი ორი გოლი მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. 83-ე წუთზე გიგა ამბროლაძემ ,,მოჭრილი" დარტყმით კიდევ ერთი ეფექტური გოლი შემოგვთავაზა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი 91-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ დააფიქსირა-3:0
    ,,სამგურალს" პარალელურ შეხვედრაში შესანიშნავი სიურპრიზი გაუკეთა ქედის ,,ბეთლემმა", რომელმაც სტუმრად მოულოდნელად გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი ,,ბახმარო" 2:1 დაამარცხა. ასე რომ, ,,სამგურალსა" და ,,ბახმაროს" შორის ქულათა სხვაობა, რომელიც სულ რაღაც 2 ტურის წინ 7 ქულა იყო, ერთ ქულამდე შემცირდა.

    არაგვი - სამგურალი 0:3
    ლიგა 3; 23-ტური
    09.09. დუშეთი ,,ომც"

    0:1 კუჭუხიძე (11.კაკუშაძის პასით), 0:2 ამბროლაძე (83.კუჭუხოძის პასით), 0:3 კუხიანიძე (90+1. კუჭუხიძის პასით)

    არაგვი: 1. მიხეილ მუჯრიშვილი, 3. გიორგი ჩიკვაიძე, 4. გიორგი სამადაშვილი (83,დავით ლუკავა), 7. ნიკოლოზ ხინთიბიძე, 8. ლევან გზირიშვილი, 10. იაკობ აფხაზავა (ბაჩუკუ გოცაძე,46), 12. ბიჭიკო გედენიძე, 14. ზვიად ქანთარია, 18. ლაშა ჯინჭარაშვილი C, 19. ირაკლი ქათამაძე
    20. ნიკოლოზ ბაშელეიშვილი (გოჩა სილაგაძე ,77)
    სათადარიგო შემადგენლობა: 22. დავით იაშვილი
    32. ირაკლი ჯავახიშვილი
    მთავარი მწვრთნელი
    ვლადიმერ ბურდული
    სამგურალი: 1. კახაბერ მეშველიანი 2. თედო კიკაბიძე C (კაკულია 78), 5. ნიკა აფხაზავა, 6. ისუფ ტურე, 8. გაგა გაზდელიანი, 9. ლაშა კუჭუხიძე, 23. თენგიზ ბრეგვაძე (სერგო კუხიანიძე,68), 24. ბექა ტუღუში (გიგა ამბროლაძე,75), 30. გიორგი გაგნიძე, 33. ილია ახვლედიანი, 37. ბექა კაკუშაძე
    სათადარიგო შემადგენლობა: 12. ალექსანდრე ნუცუბიძე, 3. ირაკლი წაქაძე, 10. ლევან ლიპარტელიანი, 20. გოგი გოგიჩაიშვილი
    მწვრთნელები
    გიორგი ნერგაძე, ბესიკ ხაჭიპერაძე

    გაფრთხილება: ბაშელეიშვილი (9), ჯინჭარაშვილი (62), აფხაზავა (69), ტუღუში (73)
    არბიტრი: არსენ ნონიკაშვილიскачать dle 11.3