სამგურალმა მესამე წრე მოგებით დაიწყო » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა მესამე წრე მოგებით დაიწყო
  • მოგეხსენებათ, ჩემპიონატის განახლებამდე ,,სამგურალში" დიდი ცვლილებები მოხდა. გუნდმა 11 ახალი ფეხბურთელი დაიმატა და ლიგა 3–ის მეორე ეტაპს განახლებული შემადგენლობით შეხვდა. შესაბამისად, გულშემატკივრის ინტერესიც დიდი იყო... რა შემადგენლობით დაუხვდებოდა ,,სამგურალი" მეტოქეს, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ახალწვეულები ოფიციალურ შეხვედრაში და რაც მთავარია, შეძლებდა თუ არა ,,სამგურალი" მესამე წრის გამარჯვებით დაწყებას.
    წყალტუბოელებმა ,,გორი" დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხეს, თუმცა, როგორც სადებიუტო მატჩების უმეტესობა, ეს შეხვედრაც საკმაოდ ,,მძიმე" გამოდგა. მატჩი საგოლე მომენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში შექმნილი ორი საგოლე ეპიზოდიდან ერთი გოლად აქციეს. მატჩის დებიუტშივე ბექა ტუღუშს შეეძლო წყალტუბოელების დაწინაურება, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ სტუმართა მცველმა კარის ხაზიდან მოიგერია ბურთი, ტუღუშის მეორე მცდელობა წარმატებული გამოდგა, 20–ე წუთზე წყალტუბოლეთა ახალწვეულმა შესანიშნავად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და ,,სამგურალი" წინ გაიყვანა –1:0 პირველ ტაიმში ერთი სახიფათო მომენტი გორელებმაც შექმნეს, ნიკა ოქროპირიძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი კახაბერ მეშველიანმა მოიგერია.
    მატჩის მეორე ნახევარი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, თანაგუნდელებს სერგო კუხიანიძე გაჰყავდათ მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ერეკლე გულუაშვილმა დროულად დატოვა კარი და თავდამსხმელს კარში დარტყმის საშუალება არ მისცა. 48–ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ბექა კაკუშაძემ იაქტიურა, მცველებს გასცდა და გორელებმა ის საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს. პენალტი ლევან ლიპარტელიანმა უზადოდ შეასრულა და ანგარიში კომფორტული გახადა –2:0
    რამდენიმე წუთში სერგო კუხიანიძესაც შეეძლო გოლის გატანა, სისწრაფის ხარჯზე მცველებს აჯობა და კარშიც ძლიერად დაარტყა, მაგრამ სიზუსტე დააკლდა. რეალური საგოლე შანსი სტუმრებსაც ჰქონდათ, შეცვლაზე შესულმა დავით კაპანაძემ მცველებს აჯობა და კარში ახლოდან დაარტყა, მაგრამ ძლიერად მოუვიდა და ბურთი ხარიხას გადააცილა. კაპანაძე მოგვიანებით მეკარესთან პირისპირაც გავიდა, მაგრამ მეშველიანი კარგად გაისარჯა და სტუმართა ფორვარდს გატანის საშუალება არ მისცა. იქამდე კუხიანიძეს ჰქონდა კიდევ ერთი მომენტი, რომელიც მახვილი კუთხიდან დაემუქრა გორელთა კარს, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. სტუმრებმა მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ შესძლეს, თავის მხრივ არც ,,სამგურალი" ამწვავებდა ვითარებას და წყალტუბოელებმა საკმაოდ მშვიდად, დამაჯერებელი ანგარიშით მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს.
    მომდევნო შეხვედრას მიხეილ მახვილაძის გაწვრთნილი გუნდი 19 აგვისტოს წყალტუბოში მარტვილის ,,მერანის" წინააღმდეგ გამართავს.

    სამგურალი – გორი 2:0
    12.08. წყალტუბო ,,26 მაისი"
    ლიგა 3; ტური 19
    1:0 ბექა ტუღუში (20), 2:0 ლევან ლიპარტელიანი (49.პენ)


    სამგურალი: მეშველიანი, კიკაბიძე(C), ბურჯანაძე, აფხაზავა, წაქაძე, ტურე, ტუღუში (83.ამბროლაძე), ბრეგვაძე (46.კაკუშაძე), ლიპარტელიანი (69.გაბაძე), კაკულია, კუხიანიძე
    სათადარიგოები: ნუცუბძე, ჩიხლაძე, ახვლედიანი, გაზდელიანი
    მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე
    მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    გორი: გულუაშვილი, ი.ლომიძე, ოქროპირიძე, გოგიაშვილი, ნ.ლომიძე (64.ნოზაძე), ელიაური (52.კაპანაძე), ცირდავა, კვანტალიანი, სირბილაძე (76.ხორხელი), მაჭარაშვილი, ტყეშელაშვილი
    სათადარიგო: ბოლოთაური
    მთავარი მწვრთნელი: დავით შუბითიძე
    გაფრთხილება: ოქროპირიძე (18), ლიპარტელიანი (28)
    არბიტრი: დავით სანოძეскачать dle 11.3