წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
საკონტროლო მატჩი ქუთაისის ,,ტორპედოსთან"
დაემატა: 1-08-2019, 20:34
წყალტუბოს ,,სამგურალი“ საკონტროლო შეხვედრაში ქუთაისის ,,ტორპედოსთან“ 1:3 დამარცხდა. 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, შემდეგ მცირედი უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და კარში ორჯერ სახიფათოდაც დაარტყეს. 21-ე წუთზე ,,სტანდარტულის“ შემდეგ ქუთაისელებმა ანგარიშიც გახსნეს, თორნიკე კაპანაძემ გოლი ახლო მაძილიდან გაიტანა.
წყალტუბოელებმა მალე აღადგინეს წონასწორობა, ლევან ლიპარტელიანის შესასრულებული საჯარიმოს შემდეგ ნიკა აფხაზავამ ლამაზი თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში - 1:1
გოლის შემდეგ ინიციატივა მიხეილ მახვილაძის გუნდის მხარეს გადავიდა, წყალტუბოელებმა რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს, განსაკუთრებით სახიფათო ნექა ტუღუშის დარტყმა იყო, რომლის შემდეგაც ბურთი მცირე მანძილით ასცდა მიზანს.
მატჩის მეორე ნახევარში მწვრთნელებმა არაერთი ცვლილება განახორციელეს. ,,ტორპედო“ გაცილებით მწვავედ ათამაშდა... 59-ე წუთზე კაპანაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი დავით იონანიძემ გოლად აქცია, მანვე მატჩის მიწურულს (88-ე წუთზე) დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:3
,,ტორპედოსთან“ მატჩში სამგურალის რიგებში ორი სიახლე იყო, პირველ ტაიმში წყალტუბოელთა რიგებში საყრდენმა ნახევარმცველმა გიგა გურეშიძემ ითამაშა, მეორე ტაიმში კი მოედანზე თენგიზ ბრეგვაძე გამოჩნდა, რომელიც გუნდს ახლახანს დაუბრუნდა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები