სამგურალმა ამხანაგურ მატჩში გურია დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა ამხანაგურ მატჩში გურია დაამარცხა
  • ,,სამგურალსა" და ,,გურიას" შორის გამართული ამხანაგური მატჩი მიხეილ მახვილაძის მიერ გაწვრთნილი გუნდის სრული უპირატესობით და მისივე გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
    მატჩის პირველი ნახევარი შედარებით თანაბარი გამოდგა, თუმცა პირველ 45 წუთშიც საგოლე მომენტებით ,,სამგურალმა"  უფრო დაგვამახსოვრა თავი. 
    ორჯერ ბექა ტუღუშმა დაარტყა სახიფათოდ, შემდეგ კი სერგო კუხიანიძეს ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ, როგორც წინა ეპიზოდში, მისი დარტყმისას, გურულები მეკარე გაბრიელ თებიძემ იხსნა. 
    მეორე ტაიმში მწვრთნელებმა ცვლილებებს მიმართეს, წყალტუბოელებმა სისწრაფეები ჩართეს და სტუმრები ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ შეტევებს. 
    ნიკოლოზ გაბაძემ და ლაშა კუჭუხიძემ გურულთა კარის ძელი შეაზანზარეს, მომდევნო შანსი კი კუჭუხიძემ ხელიდან აღარ გაუშვა და პირველივე მატჩში სადებიუტო გოლი გაიტანა. აღნიშნული ეპიზოდის დროს, თავდაპირველად კარში გიგა ამბროლაძე ურტყამდა, თებიძემ ბურთი ხეირიანად ვერ მოიგერია და გამოცდილ კუჭუხიძეს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.
    ცოტა ხანში, ამბროლაძეს ჰქონდა გატანის შესაძლებლობა, მაგრამ ამჯერად თებიძემ ითამაშა კარგად.
    რამდენიმე სახიფათო იერიში სტუმრებმაც განახორციელეს, განსაკუთრებით ლომსაძე აქტიურობდა, მაგრამ განსაკუთრებული ხიფათი მათ დარტყმებს არ მოჰყოლია.
    მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ,,სამგურალი" 30 ივლისს წყალტუბოში ქუთაისის ,,ტორპედოსთან" გამართავს.


    скачать dle 11.3