წყალტუბოს ,,სამგურალი“ ლიგა 3–ის ლიდერ მარტვილის ,,მერანთან“ სტუმრად 0:2 დამარცხდა. 33–ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში. წყალტუბოელებმა ბოლომდე იბრძოლეს და გოლის გატანის არაერთი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მასპინძელთა მეკარე ანდრე ნონოსმა რამდენიმე ,,მკვდარი“ ბურთი მოიგერია. მთელი ძალებით შეტევაში წასულ წყალტუბოელებს 88–ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევა გამოეპარათ, გაგა ჩხეტიანმა ახლო მანძილიდან დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მერანი-სამგურალი 2:0
20.05.2019 მარტვილი ,,მურთაზ ხურცილავა"
1:0 ჩხეტიანი (33), 2:0 ჩხეტიანი (88)
სამგურალი: მეშველიანი, ბანძელაძე (82.ხვადაგიანი), ბურჯანაძე, ენდელაძე, კიკაბიძე, გაზდელიანი, ნადირაძე (46.ხმელიძე), ლიპარტელიანი, ჯანელიძე, ჩავჩიძე, ღონღაძე (64.გაბაძე)
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე
არბიტრი: გ.ავაზაშვილი
скачать dle 11.3