3 ქულით გორიდან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
3 ქულით გორიდან
  • მიხეილ მახვილაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე წრე წარმატებით დაიწყო. წყალტუბოელებმა გორში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.
    მატჩის პირველი ნახევარი მასპინძლების კარნახით წარიმართა, მაგრამ საგოლე მომენტი წყალტუბოელებსაც ჰქონდათ, ლაშა ჩავჩიძის სახიფათო საჯარიმო დარტყმა მეკარემ მოიგერია.
    მეორე ტაიმში ,,სამგურალი" უკეთ ათამაშდა, 63–ე წუთზე ჩავჩიძის გადაცემის შემდეგ სერგი კუხიანიძე ახლოდან ურტყამდა კარში, მაგრამ მცველებმა ბურთი ხაზიდან მოიგერიეს, რომელიც კვლავ კუხიანიძეს მიუვიდა და თავური დარტყმით წყალტუბოელები დააწინაურა.
    კუხიანიძეს მატჩის მიწურულს დუბლის გაკეთებაც მართებდა, მცველს კარგად ,,მოპარა" ბურთი და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა.
    გორელები ანგარიშის გათანაბრებას ბოლო წამამდე ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მიხეილ მახვილაძის გუნდმა პირველი გასვლითი შეხვედრა მოიგო და 15 ქულით სატურნირო ცხრილში კვლავ მე–5 ადგილზე იმყოფება.
    გორი–სამგურალი 0:1
    13.05. გორი ,,ქართლი"
    0:1 კუხიანიძე (63.ჩავჩიძის პასით)
    სამგურალი: 28. კახაბერ მეშველიანი, 2. თედო კიკაბიძე, 3. შალვა ბურჯანაძე, 7. სერგო კუხიანიძე, 10. ლევან ლიპარტელიანი, 11. ლაშა ჩავჩიძე, 14. თემურ ნადირაძე, 23. ზურაბ ენდელაძე, 30. თორნიკე ბანძელაძე, 33. მამუკა ღონღაძე C, 37. ლუკა ჯანელიძე
    სათადარიგო შემადგენლობა: 1. ალექსანდრე ნუცუბიძე, 4. ირაკლი წაქაძე, 9. ჯუმბერ ხმელიძე, 17. ზურაბ ფანცხავა, 24. ირაკლი ხვადაგიანი, 32.ავთანდილ ქოიავა
    მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძეскачать dle 11.3