გულდასაწყვეტი ფრე » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გულდასაწყვეტი ფრე
  • მატჩი წყალტუბოელების უპირატესობით მიმდინარეობდა. მიხეილ მახვილაძის შეგირდებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მასპინძელთა კარის აღება ვერ მოახერხეს.
    საწყის წუთებში სერგი კუხიანიძე ორჯერ ხელსაყრელ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ მცველებმა მოახერხეს მდგომარეობის განმუხტვა. საგოლე შანსი ჰქონდა ზურაბ ენდელაძეს, რომელიც ჩავჩიძის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ თავით გზავნიდა კარში ბურთს, მაგრამ ოდნავ, სიზუსტე დააკლდა და ბორჯომელები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ. შემდეგ ისევ კუხიანიძეს მართებდა ანგარიშის გახსნა, ლევან ლიპარტელიანმა იგი ზუსტი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ დამაგვირგვინებელი დარტყმის გაკეთება ვერ მოხერხდა. პირველ ტაიმში მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი სახიფათო მომენტი რიდვან ადეშინას ჰქონდა, მისი სახიფათო დარტყმა მეშველიანის კარს ასცდა.
    მეორე ტაიმი კვლავ ,,სამგურალის" იერიშებით განახლდა. კუხიანიძის ჩაწოდების შემდეგ ლაშა ჩავჩიძეს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ მისი თავური დარტყმა მიზანს ასცდა. შემდეგ ისევ კუხიანიძე აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში, მცველებს გაასწო და მახვილი კუთხიდან კარშიც დაარტყა, მაგრამ მასპინძლები ამ ეპიზოდში გოლისგან ძელმა იხსნა. მოგვიანებით სერგის კვლავ ჰქონდა რეალური საგოლე შანსი, ლიპარტელიანის პასის შემდეგ ახლოდან კარგადაც დაარტყა, მაგგრამ ბორჯომელთა მეკარემ ითამაშა საიმედოდ. შოთა გოგიაშვილმა ბოლოსკენ ლიპარტელიანის სახიფათო დარტყმაც მოიგერია. იქამდე მომენტები ჯუმბერ ხმელიძესა და შალვა ბურჯანაძესაც ჰქონდათ. საბოლოოდ, შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. არადა, თამაშის სცენარიდან გამომდინარე ,,სამგურალი" 3 ქულას იმსახურებდა.


    ბორჯომი–სამგურალი 0:0

    06.05. ბორჯომი ,,ჯემალ ზეინკლიშვილი"

    სამგურალი: მეშველიანი, ენდელაძე, ბურჯანაძე, ბანძელაძე, კიკაბიძე, ჩავჩიძე (72.ხვადაგიანი), გაზდელიანი, ჯანელიძე, ნადირაძე (54. ხმელიძე,89.ღონღძე), ლიპარტელიანი, კუხიანიძე

    სათადარიგოები: ნუცუბიძე, გაბაძე, წაქაძე, კუხალაშვილი
    მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძეскачать dle 11.3