ზეიმის დღე წყალტუბოში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ზეიმის დღე წყალტუბოში
  • 23 აპრილი ,,სამგურალისთვის" წარმატებული და მნიშვნელოვანი დღე აღმოჩნდა. საზეიმო ვითარებაში გაიხსნა განახლებული 26 მაისის სახელობის სტადიონი, სადაც პირველივე შეხვედრაში ,,სამგურალმა" გამარჯვება იზეიმა. მიხეილ მახვილაძის გუნდმა ლიგა 3–ის მე–8 ტურში ქედას ,,ბეთლემი" 2:1 დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. 23 აპრილი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ,,სამგურალის" ორი ფეხბურთელი ზურაბ ენდელაძე და სერგი კუხაიანიძე იუბილარები იყვნენ. სხვათა შორის, წყალტუბოელებმა სწორედ იუბილარის გოლის წყალობით მოიგეს...

    რაც შეეხება შეხვედრას, მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში თამაშს წყალტუბოელები აკონტროლებდნენ. მათი უპირატესობა ანგარიშშიც აისახა, 34–ე წუთზე ლევან ლიპარტელიანმა პენალტით მასპინძლები დააწინაურა. წყალტუბოელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ ბურთი მცველმა გამოიტანა ცარიელი კარიდან. მეორე ტაიმში სტუმრებმა უპირატესობა მოიპოვეს და 66–ე წუთზე გიორგი ტყეშელაშვილმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 1:1

    გამარჯვების გოლი 78–ე წუთზე სერგო კუხიანიძემ გაიტანა, რომელმაც მცველებს აჯობა და ზუსტი დარტყმით მეკარე ლევან ტყეშელაშვილს შანსი არ დაუტოვა.
    ამ მოგების შემდეგ ,,სამგურალი" 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე–5 ადგილზეა.
    მომდევნო შეხვედრას მიხეილ მახვილაძის გუნდი 6 მაისს სტუმრად ,,ბორჯომთან" გამართავს.

    სამგურალი–ბეთლემი 2:1
    23.04. წყალტუბო ,,26 მაისი"
    1:0 ლევან ლიპარტელიანი (34), 1:1 გიორგი ტყეშელაშვილი (66), 2:1 სერგო კუხიანიძე (78)

    სამგურალი: კახაბერ მეშველიანი, თედო კიკაბიძე, შალვა ბურჯანაძე, სერგო კუხიანიძე (87.ზვიად კუხალაშვილი), გაგა გაზდელიანი, ჯუმბერ ხმელიძე (58.ნიკოლოზ გაბაძე), ლევან ლიპარტელიანი, ზურაბ ენდელაძე, ირაკლი ხვადაგიანი (77.ლაშა ჩავჩიძე), თორნიკე ბანძელაძე, ლუკა ჯანელიძე
    სათადარიგოები: ალექსანდრე ნუცუბიძე, ირაკლი წაქაძე, გურამ ვარდანიძე, თემურ ნადირაძე

    მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძეскачать dle 11.3