წყალტუბოს განახლებული სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
წყალტუბოს განახლებული სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა
  • 23 აპრილს წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა.

    გახსნის საზეიმო ცერემონიალს საფეხბურთო წრეების წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობისა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

    სტადიონის გახსნასთან დაკავშირებული ლენტი გაჭრეს წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა, გრიგოლ იოსელიანმა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
    რის შემდეგაც ,,სამგურალის" დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და სფფს ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ეროვნული ჰიმნის თანხლებით საქართველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს.
    გახსნის ცერომონილის შემდეგ გაიმართა ვეტერანთა მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ,,სამგურალის" სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები ,,დაუპირისპირდნენ" ერთმანეთს. შეხვედრა მეგობრული ანგარიშით ფრედ 3:3 დასრულდა.

    ვეტერანთა მატჩი
    სამგურალი–წყალტუბო 3:3

    სამგურალი: ავთანდილ ჯანელიძე, მერაბ წიქორიძე (C), მიხეილ აშვეთია, ლევან ჩიხლაძე, შალვა ღონღაძე, თედო ფესტვენიძე, ბესიკ ხაჭიპერაძე, დათო ონიანი, დათო შალამბერიძე, ვალერი მუშკუდიანი, ტარიელ იოსელიანი, რეზო კოვზირიძე, ცოტნე გახოკიძე, ვაჟა ბზიკაძე

    წყალტუბო: ოთარ ბობოხიძე, რამაზ კოღუაშვილი, იასონ ბზიკაძე, გელა წიქარიშვილი, გივი ჯანელიძე, აჩიკო ჩხაბერიძე, მიხეილ ტეხოვი, ფარვიზ ნიჟარაძე, ზურაბ ბერაძე, ავთო იოსელიანი, თენგო ახალაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე, ზვიად ქუთათელაძე, ზურაბ თუთბერიძე (C)

    შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონს ცოტა ხნის წინა ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

    სტადიონი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და წყალტუბოს მერიის ერთობლივი პროექტით გარემონტდა.

    ფედერაციის დაფინანსებით დაიგო ბუნებრივსაფარიანი მოედანი, გაკეთდა დრენაჟი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და ტაბლო.

    წყალტუბოს მერიის დაფინანსებით გაკეთდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, VIP და PRESS ლოჟები, შემოიღობა მოედანი, დაიგო სარბენი ბილიკი, გაკეთდა ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები.

    ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტადიონის რეაბილიტაციისთვის 456 ათასი ლარი დაიხარჯა.

    სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, იგეგმება ადმინისტრაციული შენობის აშენება, ასევე, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება, საბოლოოდ, სტადიონი 3500 მაყურებელზე იქნება გათვლილი.
    скачать dle 11.3