მნიშვნელოვანი მოგება ხობის ,,კოლხეთთან“ » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მნიშვნელოვანი მოგება ხობის ,,კოლხეთთან“
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ლიგა 3–ის მე–4 ტურში ხობის ,,კოლხეთს“ უამასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.
    შეხვედრა წყალტუბოელების უპირატესობით დაიწყო, სერგი კუხიანიძისა და ლაშა ჩავჩიძის დარტყმების შემდეგ ბურთი სტუმართა მეკარემ მოიგერია. თანდათან თამაში გათანაბრდა და ხობელებმა, საკმაოდ სახიფათო მომენტები შექმნეს, თუმცა კარში ზუსტად ვერ დაარტყეს.
    40–ე წუთზე ჩავჩიძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ხობელთა ახალგაზრდა მეკარე ლაშა გორდულავამ ბურთი იქვე, კარის წინ მოიგერია და დამატებაზე სერგი კუხიანიძემ ანგარიში გახსნა–1:0
    ტაიმის მიწურულს სტუმართა მეკარე კიდევ ერთხელ შეცდა, ბურთი ლევან ლიპარტელიანის მისამართით აეჭრა და წყალტუბოელთა ნახევარმცველმა საჩუქარი კარგად გამოიყენა, ბურთი სტუმართა კარში გადაგზავნა – 2:0
    მეორე ტაიმში ხობელები მატჩის შემობრუნებას შეეცადნენ, რამდენჯერმე დაემუქრნენ კიდეც მეშველიანის კარს, სამგურალის მეკარემ ორჯერ საკმაოდ რთული ბურთები მოიგერია, მაგრამ 74–ე წუთზე მათე სიჭინავას დარტყმის შემდეგ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და ანგარიში შემცირდა–2:1
    დარჩენილ დროში ხობელები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ, მაგრამ ,,სამგურალმა“ სტუმრებს მეტის საშუალება არ მისცა. წყალტუბოელები სწრაფი კონტრშეტევებით პასუხობდნენ მეტოქეს და მატჩის მიწურულს ანგარიშიც გაზარდეს. გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ,,შექმნეს“. ჯუბა ხმელიძის გადაცემის შემდეგ ნიკოლოზ გაბაძემ გორდულავას დაბალი დარტყმით ახლო კუთხეში გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
    მე–5 ტურის შეხვედრას ,,სამგურალი“ 1 აპრილს სტუმრად დუშეთის ,,არაგვის“ წინააღმდეგ გამართავს. მანამდე კი მიხეილ მახვილაძის გუნდი თასის მეორე ეტაპზე სენაკის ,,ეგრისს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 28 მარტს სენაკში ჩატარდება.
    სამგურალი–კოლხეთი 3:1
    გოლები: 1:0 კუხიანიძე (40), 2:0ლიპარტელიანი (45+1), 2:1 სიჭინავა (74), 3:1 გაბაძე (90+5)
    23.03.2018. წყალტუბო. ,,26 მაისი“
    სამგურალი: მეშველიანი, ხვადაგიანი, ბურჯანაძე, კილაძე, კიკაბიძე, ბანძელაძე, გაზდელიანი, ლიპარტელიანი (71.ნადირაძე), ჩავჩიძე, კუხიანიძე (90+2 ხმელიძე), ღონღაძე (79.გაბაძე)
    მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე
    მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
    გაფრთხილება: ჩავჩიძე (27), წოწონავა (47), ამბროლაძე (52), კუხიანიძე (90)
    არბიტრი: ტ.რუხაიაскачать dle 11.3