წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
ფრე მარტვილის მერანთან
დაემატა: 12-03-2019, 23:17
წყალტუბოს ,,სამგურალსა" და მარტვილის ,,მერანს" შორის გამართული მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ, საბოლოოდ შეხვედრა გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.
მატჩის დაწყებამდე გუნდებმა წუთიერი დუმილით ქუთაისის „ტორპედოს“ ლეგენდარული ფეხბურთელის ჯემალ ხერხაძის ხსოვნას მიაგეს პატივი, რომელიც 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თამაში მასპინძლების უპირატესობით დაიწყო. საწყის წუთებში წყალტუბოელებს ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. ირაკლი ხვადაგიანის მიერ ჯარიმიდან მოწოდებულ ბურთს მარტვილელთა საჯარიმოში ზურაბ ენდელაძე დაუხვდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ ანდრე ნონოსმა შესძლო ბურთის მოგერიება. წყალტუბოელთა მორიგ ,,სტანდარტულს" კიდევ ერთი სახიფათო ეპიზოდი მოჰყვა, ხვადაგიანის კუთხურის შემდეგ შალვა ბურჯანაძე ახლო მანძილიდან ურტყამდა კარში, მაგრამ მარტვილელები კვლავ ნონოსმა იხსნა გაშვებული გოლისგან.
35-ე წუთზე გაბრიელ საღრიშვილს შეეძლო „მერანის“ დაწინაურება, თუმცა მისი დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მეშველიანის კარს. მეორე ტაიმში კარგი მომენტი ჰქონდა უშანგი ბანძელაძეს, მაგრამ მისი თავური დარტყმა კარს აცდა. წყალტუბოელთა შეტევებიდან გამოსარჩევი იყო ჯუბა ხმელიძის მომენტი, როცა ,,სამგურალის" ახალგაზრდა ფორვარდმა ლამის ნახევარი ,,მერანი" მოატყუა, მაგრამ საბოლოოდ მცველებმა მაინც მოახერხეს მდგომარეობის განმუხტვა.
...და ბოლოს, იყო ორი საკამათო ეპიზოდი, როცა შესაძლებელი იყო სტუმართა კარში პენალტის დანიშვნა. 86–ე წუთზე სერგო კუხიანიძე მარცხენა ფლანგზე მეურვეს გაექცა და საჯარიმოში შეიჭრა, მცველმა ის წააქცია, მაგრამ გიორგი ყრუაშვილმა ჩათვალა, რომ კუხიანიძის მხრიდან სიმულიაციას ჰქონდა ადგილი და ის ყვითელი ბარათით დასაჯა. ცოტა ხანში წყალტუბოელთა მწვავე შეტევისას სტუმართა მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა ბურთი, მაგრამ არბიტრმა ამ ეპიზოდშიც არ დააფიქსირა წესების დარღვევა.
მომდევნო შეხვედრას წყალტუბოს ,,სამგურალი" 17 მარტს სტუმრად ,,საბურთალო 2"–თან გამართავს.

სამგურალი–მერანი 0:0
12.03.2019. წყალტუბო. ,,26 მაისი"
ლიგა 3. მე–2 ტური

სამგურალი: მეშველიანი, ბურჯანაძე, კილაძე, ენდელაძე, ხვადაგიანი, კიკაბიძე, გაზრდელიანი, ლიპარტელიანი (62.ნადირაძე), ჯანელიძე, ხმელიძე (68.ღონღაძე), კუხიანიძე (86.ჩავჩიძე)
სათადარიგოები:ნუცუბიძე, ფანცხავა, გაბაძე, თ.ბანძელაძე
მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე

„მერანი“: ნონოსი, ბიბილაშვილი (კ), კაკუშაძე, ხარაბაძე, გეგია, შალამბერიძე, საღარეიშვილი, ბანძელაძე (წულაია 66’), ლაღაძე (როხვაძე 89’), საღრიშვილი, ჩხეტიანი (მიქავა 77’).
სათადარიგო: ხვედელიძე, წულაია, მიქავა, როხვაძე, თოლორდავა, ლომთაძე.
მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე.
გაფრთხილება: ჩხეტიანი (24), ხვადაგიანი (79), ლაღაძე (84), გაზდელიანი (85), კუხიანიძე (86), ღონღაძე (89), კიკაბიძე (90+3)
მთავარი არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი.скачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები