,,სამგურალმა“ ,,ტორპედოდან“ შაკო ბურჯანაძე დაიმატა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალმა“ ,,ტორპედოდან“ შაკო ბურჯანაძე დაიმატა
  • ყალტუბოს ,,სამგურალი“ ჩემპიონატისთვის გაძლიერებას განაგრძობს. წყალტუბოელთა რიგებს ქუთაისის ,,ტორპედოდან“ 20 წლის ცენტრალური მცველი შაკო ბურჯანაძე შეუერთდა.
    ბურჯანაძე საქართველოში ერთ–ერთ ყველაზე პერსპექტიულ და იმედისმომცემ მცველად ითვლება. ,,სამგურალის“ ახალწვეულს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ამჟამადაც ახალგაზრდული ნაკრების კადიდატია.
    2016–2018 წლებში შაკო ბურჯანაძე ქუთაისის ,,ტორპედოსთან“ ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი, დავით ყიფიანის სახელობის თასის ორგზის გამარჯვებული და სუპერთასის მფლობელი.
    ,,ტორპედოში“ არსებული დიდი კონკურენციის გამო, ბურჯანაძეს ხშირად არ ეძლეოდა ძირითადში თამაშის საშუალება, რის გამოც, გასულ სეზონში ცოტა ხნით, მარტვილის ,,მერანში“ ითამაშა. შემდეგ კვლავ ,,ტორპედოში“ დაბრუნდა და ,,სამგურალში“ გადმოსვლამდე ქუთაისურ გუნდში ირიცხებოდა.
    დღეს ,,სამგურალის“ დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მახვილაძემ შაკო ბურჯანაძეს სიმბოლურად 3 ნომრიანი მაისური გადასცეს და მათ წყალტუბოურ კლუბთან ერთად წარმატებები უსურვეს.
    ,,მოხარული ვარ ,,სამგურალში“ გადმოსვლით. წყალტუბოში კარგი საფეხბურთო გარემოა შექმნილი და ბრძოლისუნარიანი გუნდი კეთდება. ყველანაირად ვეცდები, რომ მწვრთნელსა და გულშემატკივრებს იმედები გავუმართლო. ვფიქრობ, რომ ეს არის შანსი კარიერული წინსვლისთვის და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო. იმედი მაქვს, ,,სამგურალთან“ ერთად წარმატებული სეზონს ჩავატარებ, ეს ჩემი მომავალი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“. – განაცხადა შაკო ბურჯანაძემ.скачать dle 11.3