ხმელიძის პოკერი და გოლების წვიმა წყალტუბოში » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ხმელიძის პოკერი და გოლების წვიმა წყალტუბოში
  • სამგურალი–იმერეთი 7:2 (პირველი ტაიმი 1:1)

    13.02. წყალტუბო ,,26 მაისი"
    1:0 კიკაბიძე, 1:1 ბაღდავაძე, 2:1 გაბაძე, 3:1 ხმელიძე, 4:1 ხმელიძე, 5:1 ლაშა ჩავჩიძე, 6:1 ხმელიძე, 6:2 კოპალიანი, 7:2 ხმელიძე

    წყალტუბოს ,,სამგურალმა" დასავლეთის თასზე დღეს პირველი შეხვედრა გამართა და ხონის ,,იმერეთი" დიდი ანგარიშით 7:2 დაამარცხა.

    მიხეილ მახვილაძის გუნდი 12 თებერვლიდან შეკრებაზეა გადასული, ორჯერადი ვარჯიშები აქვს და მეტოქეს დიდი დატვირთვების ფონზე დაუპირისპირდა.

    წყალტუბოელებმა ანგარიში მე–14 წუთზე გახსნეს, თედო კიკაბიძემ ულამაზესი დარტყმით ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო და საკუთარი გუნდი დააწინაურა –1:0

    ხონელებმა მალე შესძლეს ანგარიშის გათანაბრება, ლევან მანაგაძის აქტიური თამაშის შემდეგ გოლი ბაღდავაძემ გაიტანა.

    პირველ ტაიმში წყალტუბოელებს რამდენდერმე შეეძლოთ სტატუს ქვოს აღდგენა, მაგრამ დამაგვირგვინებელი დარტყმები არ გამოსდიოდათ. ,,იმერეთსაც" ჰქონდა ერთი კარგი საგოლე შანსი, მაგრამ კახაბერ მეშველიანმა ითამაშა დამაჯერებლად.

    მატჩის მეორე ნახევარში ორივე გუნდში განხორციელდა ცვლილებები.

    მიხეილ მახვილაძის გუნდი სრულ უპირატესობას დაეუფლა. ბუნთის კონტროლს მალე გატანილი გოლების წვიმაც მოჰყვა.

    ნიკოლოზ გაბაძემ ახლო მანძილიდან აიღო სტუმართა კარი.

    შემდეგ კი ჯუბა ხმელიძის ჯერიც დადგა. მეორე ტაიმში ის ცენტრფორვარდის პოზიციაზე მოგვევლინა და მეტოქემ მისი შეჩერება ვერ შეძლო. ხმელიძემ ირაკლი ხვადაგიანის ფლანგიდან წამოწყებული შეტევები აქცია გოლებად – 3:1, 4:1, მეხუთე გოლი ლაშა ჩავჩიძემ გაიტანა, შემდეგ კვლავ ხმელიძემ დააგვირგვინა წყალტუბოელთა შეტევა–6:1. შეტევაში გართულ მასპინძლებს ერთი კონტრიერიში გამოეპარათ და თორნიკე კოპალიანმა სხვაობა შეამცირა, თუმცა ხმელიძემ მალე პოკერი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

    ,,სამგურალი" მომდევნო შეხვედრას (ამხანაგურ მატჩს) ,,ბახმაროსთან" გამართავს. სპარინგ მატჩი 16 თებერვალს წყალტუბოში 13.30 სთ–ზე დაიწყება.
    დასავლეთის თასის მეორე ტურში კი ჩხოროწყუს ,,სამეგრელოს" წინააღმდეგ ,,სამგურალი" 2 ითამაშებს. შეხვედრა ხვალ 13.00 საათზე დაიწყება.
    скачать dle 11.3