,,სამგურალს" გამოცდილი მცველი დაუბრუნდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
,,სამგურალს" გამოცდილი მცველი დაუბრუნდა
  • ,,სამგურალის" რიგებში მატებაა. წყალტუბოურ გუნდს 28 წლის მარცხენა მცველი ირაკლი ხვადაგიანი დაუბრუნდა.
    ხვადაგიანმა ფეხბურთის თამაში წყალტუბოში დაიწყო, შემდეგ კი ,,დინამოს" აკადემიაში გადავიდა. სხვადასხვა დროს ასპარეზობდა ,,დინამო"2–ში, მარტვილის ,,მერანში" ,,ზესტაფონში" და ,,სამტრედიაში". 2012–2017 წლებში იცავდა წყალტუბოს ,,სამგურალის" ღირსებას და გუნდთან ერთად მოიპოვა ეროვნული ლიგა 2–ის საგზური. წყალტუბოური კლუბიდან წასვლის შემდეგ იყო ზესტაფონის ,,მარგვეთისა" და ,,ბორჯომის" ერთ–ერთი ლიდერი. ხვადაგიანი წყალტუბოლეთა რიგებს სწორედ ,,ბორჯომიდან" დაუბრუნდა.
    გამოცდილი ფეხბურთელი დღეს ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ბესიკ ხაჭიპერაძემ წარადგინა და მას კლუბის 24 ნომრიანი მაისური გადასცა.

    ,,ახალი მწვრთნელი გვყავს, ახალი გუნდი კეთდება და შემადგენლობაშიც ბევრი სიახლეა. მოხარული ვარ, რომ მშობლიურ კლუბში დავბრუნდი. ,,სამგურალში" თამაში ჩემთვის, როგორც ამ ქალაქის მკვიდრისთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა.
    გულშემატკივრებისგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ახალ სეზონში მათზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ჩვენც ვეცდებით, ქომაგებს იმედები არ გავუცრუოთ.
    ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიზანი, რაც გუნდს ექნება დასახული, მაქსიმალურად შევასრულოთ. " –აღნიშნა გუნდში წარდგენისას ირაკლი ხვადაგიანმა.скачать dle 11.3