სამგურალმა საკონტროლო შეხვედრაში ზუგდიდი დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა საკონტროლო შეხვედრაში ზუგდიდი დაამარცხა
  • სამგურალმა საკონტროლო შეხვედრაში ზუგდიდი დაამარცხა
    სამგურალი–ზუგდიდი 2:0
    02.02.2019. წყალტუბო. ,,26 მაისი“ (ხელოვნურსაფარიანი)
    1:0 მანაგაძე (22), 2:0 ლაშა ჩავჩიძე (46)
    წყალტუბოს ,,სამგურალმა” მოსამზადებელ ეტაპზე პირველი ამხანაგური მატჩი წყალტუბოში 26 მაისის სახელობის სტადიონზე, ეროვნულ ლიგა 2–ში აღზევებულ, ,,ზუგდიდთან“ გამართა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
    პირველ საკონტროლო შეხვედრაში წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ მახვილაძემ ორივე ტაიმში სხვადასხვა შემადგენლობა ათამაშა და საქმეში ყველა ფეხბურთელი გამოსცადა.

    შეხვედრა ზუგდიდელების უპირატესობით დაიწყო, ისინი ბურთს აკონტროლებდნენ და მატჩის დებიუტში რამდენიმე სახიფათო შეტევაც განახორციელეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იყო ,,სამგურალის“ ახალწვეული კახაბერ მეშველიანი, რომელმაც ზედიზედ ორჯერ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან. თანდათან წყალტუბოელები უფრო თამამად ათამაშდნენ და 22–ე წუთზე გიორგი მანაგაძემ მასპინძლები დააწინაურა.
    მეორე ტამში ,,სამგურალი“ სხვა შემედგენლობით გამოვიდა. თამაშის განახლებისთანავე ლაშა ჩავჩიძემ თავური დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში – 2:0. დარჩენილ დროში ორივე გუნდს ჰქონდათ გოლის გატანის შანსები, მაგრამ ანგარიში აღარც შეცვლილა. скачать dle 11.3