წყალტუბოს ,,სამგურალს" მიხეილ მახვილაძე გაწვრთნის » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
წყალტუბოს ,,სამგურალს" მიხეილ მახვილაძე გაწვრთნის
  • წყალტუბოს ,,სამგურალს" ახალგაზრდა მწვრთნელი მიხეილ მახვილაძე გაწვრთნის. 41 წლის სპეციალისტმა ,,სამგურალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბესიკ ხაჭიპერაძე შეცვალა, რომელიც წყალტუბოელთა სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს მუშაობას. მიხეილ მახვილაძის ხელმძღვანელობით ,,სამგურალმა" დღეს პირველად ივარჯიშა.
    წყალტუბოელთა ახალ მთავარ მწვრთნელს ზურგს მდიდარი საფეხბურთო კარიერა უმაგრებს. ფეხბურთის თამაში ქუთაისში დაიწყო. 1997–1999 წლებში იცავდა წყალტუბოს ,,სამგურალის" ღირსებას. წლების განმავლობაში იყო ქუთაისის ,,ტორპედოს" ერთ–ერთი ლიდერი. ქუთაისურ გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და დაეუფლა საქართველოს თასს. ,,ტორპედოს" შემდეგ კარიერის მანძილზე თამაშობდა :თბილისის ,,ლოკომოტივში", რუსთავის ,,ოლიმპში", ბოლნისის ,,სიონში", ფოთის ,,კოლხეთსა" და ბათუმის ,,დინამოში". 2008–2009 წლებში თამაშობდა აზერბაიჯანულ ,,სიმურგში". ერთი მატჩი აქვს ჩატარებული საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ჩემპიონობა იზეიმა რუსთავის ,,ოლიმპის" რიგებშიც. თბილისის „ლოკომოტივში“ მოიგო საქართველოს თასი .
    მიხეილ მახვილაძემ საფეხბურთო კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა და ქუთაისის ,,ტორპედოს" მწვრთნელ –კონსულტანტი გახდა. მუშაობდა ქუთაისელთა 19 წლამდელთა გუნდშიც. ბოლოს, მიხეილ მახვილაძე მარტვილის ,,მერანის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მეგრულ კლუბთან მან გასული ჩემპიონატის მეორე წრის ბოლოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა ურთიერთობა...
    წარმატებებს ვუსურვებთ ,,სამგურალის" ახალ მთავარ მწვრთნელს წყალტუბოურ კლუბთან ერთად.
    скачать dle 11.3