სამგურალი პლეი ოფის პირველ მატჩში მინიმალური სხვაობით დამარცხდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი პლეი ოფის პირველ მატჩში მინიმალური სხვაობით დამარცხდა
  • გურია – სამგურალი 1:0
    11.12.2018. ლანჩხუთი ,,ევგრაფი შევარდნაძე"
    პლეი ოფი I მატჩი
    1:0 კარლო ჯიქიძე (26)

    ,,გურიასა" და ,,სამგურალს" შორის ლანჩხუთში გამართული პლეი ოფის პირველი შეხვედრა გურულების გამარჯვებით 1:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 14 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება და სწორედ იმ მატჩში გაირკვევა ამ წყვილს შორის გამარჯვებულის ვინაობა. რა თქმა უნდა, მარცხი დასანანია, მაგრამ, 1:0 არ არის ის ანგარიში, რომლის გაქვითვაც ,,სამგურალს" არ შეუძლია და საპასუხო შეხევდრაში წყალტუბოელები სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს იღონებენ.
    დღევანდელი მატჩი ლანჩხუთელებმა აქტიურად დაიწყეს. პირველივე წუთზე კარლო ჯიქიძემ სახიფათოდ დაარტყა თავით, მაგრამ ბურთი კარს ასცდა. მასპინძლების საწყისი მცდელობის შემდეგ ბრძოლამ მოედნის ცენტრში გადაინაცვლა. გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა ილია ახვლედიანს, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას გადასცდა. მოედანის საფარი საშინელ მდგომარეობაში იყო, რის გამოც წყალტუბოელები სისწრაფეებს ვერ იყენებდნენ, ფეხბურთელებს ტალახში უცურდებოდათ ფეხი და ხშირი იყო შეცდომები, სწორედ სტუმართა უხეშ შეცდომას მოჰყვა გურულთა ერთადერთი გოლი, 26–ე წუთზე ერვინ ბოტაკამ დაკარგა ბურთი, კარლო ჯიქიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.
    გოლის შემდეგ სათამაშო უპირატესობა მთლიანად ,,სამგურალის" ხელში გადავიდა, მაგრამ ოღროჩოღრო მოედანზე კომბინაციური ფეხბურთის თამაში არ გამოვიდა, მაღალი ჩაწოდებებით კი წყალტუბოელებმა რეალური საგოლე მომენტები ვერ შექმნეს. უქმად მასპინძლებიც არ ყოფილან, ისინი ძირითადად სტანდარტულებიდან ამწვავებდნენ სიტუაციას. მეორე ტაიმში ანგარიშის გაზრდა შეეძლო დენის სკოტარენკოს, მაგრამ ბექა ბიბილაშვილმა უკრაინელ ლეგიონერს ფეხიდან ააცალა ბურთი. ,,სამგურალმა" მეტოქე თავისივე ნახევარზე გამოკეტა და ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლო, გაბრიელ საღრიშვილის მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი გაბრიელ თებიძემ მოიგერია, ყველაზე რეალური შანსი ნიკა შალამბერიძეს ჰქონდა, ლაშა ჩიხლაძის გადაცემის შემდეგ მკერდით გაისწორა ბურთი და კარშიც ახლოდან ურტყამდა, მაგრამ მცველი უშლიდა ხელს და ბურთი ხარიხას გადასცდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად ,,სამგურალმა" ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხა. მინიმალური მარცხის მიუხედავად წყალტუბოელები ეროვნულ ლიგა 2–ში დარჩენის შანსს ბოლომდე ინარჩუნებენ. ასე რომ, გადამწყვეტი ბრძოლა 14 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება.

    გურია: თებიძე, ჩიკვილაძე, ვირუბოვი, ჯიქიძე, ნარიაშვილი, შენგელია, სკოტარენკო, ბაჯელიძე (90+2.ბერიძე), გურეშიძე (79.ზაქრაძე), წილოსანი (84.გაგნიძე), ჯოჯუა
    სათადარიგოები: ჯომიდავა, კოტრიკაძე, გელაშვილი, წერეთელი
    მთავარი მწვრთნელი: გიგა იმედაიშვილი

    სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ბიბილაშვილი, ბოტაკა, ახვლედიანი (46.ლაღაძე), ბანძელაძე, საღრიშვილი, გოგუაძე, ბრეგვაძე (66.გოგიჩაიშვილი), შალამბერიძე, ჩხეტიანი (77.ჩიხლაძე)
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, ღონღაძე, ხარაბაძე, კილაძე
    მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    გაფრთხილება: ბრეგვაძე (19), სკოტარენკო (38), ბაჯელიძე (90)

    არბიტრი - გ. ყრუაშვილიскачать dle 11.3