სამგურალმა ჩიხლაძის გოლით ვიტ ჯორჯია დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა ჩიხლაძის გოლით ვიტ ჯორჯია დაამარცხა
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" 1:0 დაამარცხა ,,ვიტ ჯორჯია". მატჩის ერთადერთი გოლი 88–ე წუთზე ლაშა ჩიხლაძემ გაიტანა.
    ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდმა ამ მოგების შემდეგ 41 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე–7 ადგილზეა.

    ,,ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრა საკმაოდ მძიმე და დაძაბული გამოდგა. ვეტერინარებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ჰყავდათ, მაგრამ მათმა შემცვლელებმა თავის გამოჩენის მიზნით ბოლომდე იბრძოლეს და ნომინალურ მასპინძლებს ბევრი პრობლემები შეუქმნეს. პირველ ტაიმში მეტოქეებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა გაცვალეს. შესვენებაზე ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა ცვლილებებს მიმართა. გოგი გოგიჩაიშვილისა და ილია ახვლედიანის ნაცვლად მოედანზე ზაურ გოგუაძე და ბაქარ ლაღაძე გამოჩნდნენ. ამ ცვლილებებით სამგურალლის თავკაცმა გუნდის შეტევითი პოტენციალი გააძლიერა, ორივე მათგანი აქტიურად ჩაერთო თამაშში. გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა გაგა ჩხეტიანს, მაგრამ არ გაუმართლა. მცირე მანძილით აცდა კარს ბაქარ ლაღაძისა და თენგიზ ბრეგვაძის დარტყმები. მომენტები ჰქონდათ ვიტელებსაც, სახიფათო საჯარიმო მოიგერია ანდრე ნონოსმა, ღირდალაძემ კი ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა.
    გარდამტეხი 80–ე წუთზე გაკეთებული ცვლილება აღმოჩნდა, ჩხეტიანის ნაცლად შემოსული ლაშა ჩიხლაძე მატჩის გმირი გახდა. აღსანიშნავია, ზაურ გოგუაძის კარგი გადაცემაც, რომლის შემდეგაც ჩიხლაძე სამ მცველს გაექცა და ზუსტადაც დაარტყა. ,,სამგურალმა" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და ლიგაში ადგილის შენარჩუნებასთან ერთი ნაბიჯიღა აშორებს.

    სამგურალი–ვიტ ჯორჯია 1:0

    ეროვნული ლიგა 2 35–ე ტური
    2.12.2018. ქუთაისი – ,,რამაზ შენგელია“
    გოლი: ლაშა ჩიხლაძე (88.ზაურ გოგუაძის პასით)

    სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ბოტაკა, ბიბილაშვილი, ბანძელაძე, შალამბერიძე, გოგოჩაიშვილი (46.გოგუაძე), ახვლედიანი (46.ლაღაძე), საღრიშვილი, ჩხეტიანი (80.ჩიხლაძე)

    სათადარიგოები: სვანიძე, კილაძე, ხარაბაძე, ლიპარტელიანი

    მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, ჩაკვეტაძე, გეთიაშვილი, კამლაძე, კიკნაველიძე, ვასაძე, ვეკუა (72.საჯაია), დავლაშელიძე, კურმაშვილი (57.მოსიაშვილი), მუსელიანი(80.კაკუშაძე), ღირდალაძე

    სათადარიგოები: ისერგიშვილი, ჩიტიშვილი, ვაზაგაშვილი, კვარაცხელია

    მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

    გაფრთხილება: შალამბერიძე (24), ჩაკვეტაძე (57), ღირდალაძე (62), თ.კაკუშაძე (67), ბანძელაძე (73), ბოტაკა (84), გეთიაშვილი (85), ჩიხლაძე (89)

    გაძევება: ჩიხლაძე (90)

    არბიტრი: გიორგი ავაზაშვილიскачать dle 11.3