წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
სამგურალმა თელავი პირველად დაამარცხა და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო
დაემატა: 28-11-2018, 15:55
,,თელავი“ ერთადერთი გუნდი იყო, რომელთანაც ,,სამგურალს“ მიმდინარე ჩემპიონატში ქულა არ ჰქონდა მოპოვებული. ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდმა ნავსი 34–ე ტურში გატეხა და თელავიდან ძალზედ მნიშვნელოვანი 3 ქულა წამოიღო. წყალტუბოელებს, რომლებიც მე–4 წრის დაწყებამდე სატურნირო ცხრილის ფსკერზე იყვნენ, ბოლო ადგილზე გასვლა აღარ ემუქრებათ, გუნდი უკვე იმისთვის იბრძვის, რომ ეროვნულ ლიგა 2–ში პლეი აუტის გარეშე დარჩეს.
თელავში წყალტუბოელებმა კიდევ ერთ უსიამოვნებას დაუსვეს წერტილი. მიმდინარე სეზონში ,,სამგურალს“ ზედიზედ ორი მოგება არ ჰქონდა, ახლა კი მიჯრით, ჯერ ,,მერანი“ დაამარცხეს, შემდეგ კი ,,თელავი“.
აღნიშნულ შეხვედრაში დანაკლისი ორივე გუნდს ჰონდა. წყალტუბოელებს დისკვალიფიკაციის გამო ზაურ გოგუაძე გამოაკლდათ, ბაქარ ლაღაძეს კი თამაშის დღეს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მხოლოდ სათადარიგო სკამზე ყოფნით შემოიფარგლა.

,,გივი ჩოხელზე“ , რომელსაც კავკასიონის დათოვლილი მთების ხედები ამშვენებდა, გამართული შეხვედრა საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ,,თელავს“ ჯერ კიდევ ჰქონდა პლეი ოფში გასვლის შანსი და ამ მიზნის მისაღწევად მხოლოდ მოგება სჭირდებოდა.

შეხვედრა მასპინძლების ინიციატივით დაიწყო, თელაველები პირველ ნომრად თამაშს ცდილობდნენ, მაგრამ რეალურ სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ, წყალტუბოელებს კარგად ჰქონდათ გადაკეტილი საჯარიმოს მისადგომები, თავად კი კონტრშეტევებით აწუხებდნენ მეტოქეს. მოედნის ცენტრში ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებდა გოგი გოგიჩაიშვილი. ,,დაზვერვითი“ წუთების შემდეგ წყალტუბოელებმა მეტოქეს საკმაოდ მწყობრად და სახიფათოდ შეუტიეს. მახვილი კუთხიდან სახიფათოდ ურტყამდა კარის მიმართულებით ნიკა შალამბერიძე, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით ასცდა სამიზნეს. თენგიზ ბრეგვაძის დარტყმა კი მეკარე ლუკა სანიკიძემ მოიგერია. კარგი შანსი ჰქონდა გაბრიელ საღრიშვილსაც, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა. 40–ე წუთზე მასპინძლებს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობა, მაგრამ მათი სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ,,სამგურალი“ გოლისგან ძელმა იხსნა. ბოლოს, მაინც წყალტუბოელებს შეეძლოთ ტაიმის მოგება, შალამბერიძის ჩაწოდების შემდეგ ილია ახვლედიანმა თავით კართან ახლოს მყოფ გაგა ჩხეტიას დაუგდო ბურთი, რომლის დარტყმაც სანიკიძემ მოიგერია.
მეორე ტაიმი თელეველების მწვავე შეტევებით დაიწყო. ირაკლი რუხაძის დარტყმა ანდრე ნონოსმა მოიგერია. ცოტა ხანში სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ, კუთხურის შემდეგ ნონოსმა გამოსვლაზე ბოლომდე დამაჯერებლად ვერ ითამაშა, რუხაძე თავით გზავნიდა კარში ბურთს, მაგრამ ,,სამგურალი“ გუნდის კაპიტანმა ბექა ბიბილაშვილმა იხსნა, რომელმაც კარის ხაზიდან თავით მოიგერია ბურთი. რუხაძემ კიდევ ორჯერ შეაწუხა კამერუნელი მეკარე, თუმცა ორივე შემთხვევაში გამარჯვებული ნონოსი გამოვიდა. 73–ე წუთზე ,,სამგურალი“ დაწინაურდა. თენგიზ ბრეგვაძის გადაცემის შემდეგ, მცველების გარემოცვაში მყოფმა გაბრიელ საღრიშვილმა საჯარიმოს გარედან მარცხენათი გაისროლა და მასპინძელთა კარის ,,ცხრიანში” გაახვია ბურთი, სანიკიძის თავგანწირულმა ნახტომმა ეპიზოდი კიდევ უფრო გაალამაზა–0:1 დარჩენილ დროში ,,თელავი“ მატჩის შემოტრიალებას შეეცადა, მაგრამ ნონოსის კართან რეალური ხიფათი ვერ შექმნა, ეგ კი არა რომ არა სანიკიძის თავგანწირული ნახტომი, მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე თენგიზ ბრეგვაძე კიდევ ერთ შედევრს ,,გამოაცხობდა“. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა. ,,სამგურალმა“ თელავიდან ჰაერივით საჭირო 3 ქულა წამოიღო. თავისი შეხვედრა მოიგო წყალტუბოელთა კონკურენტმა ,,მერანმა“ (ნორჩ დინამოსთან 2:0), ამრიგად, ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდი 38 ქლით მე–7 ადგილზეა და 2 ქულით უსწრებს ,,მერანს“.

35-ე ტურის შეხვედრას ,,სამგურალი“ 2 დეკემბერს ქუთაისში გამართავს. წყალტუბოელების მეტოქე ,,ვიტ ჯორჯია" იქნება.


საქართველოს XXX ჩემპიონატი
ეროვნული ლიგა 2. 34-ე ტური


27 ნოემბერი. თელავი. 14:00 საათი. „გივი ჩოხელი“


„თელავი“ 0:1 „სამგურალი“
0:1 საღრიშვილი (73)


„თელავი“: 21 სანიკიძე, 16 ტვილდიანი (4 მარაქველიძე’79), 37 ჭელიძე, 5 ბერიაშვილი, 14 ჯიქია, 6 ნოზაძე, 7 მ. ბაშელეიშვილი (2 მაისურაძე’79), 9 იოსელიანი (8 კუკუჯანაშვილი’75), 10 ნ. ბაშელეიშვილი, 77 რუხაძე, 20 გოგოლიძე


სათადარიგონი: 1 მიქავა; 3 თოლორდავა, 12 გალახვარიძე, 13 მურველაშვილი


მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე


„სამგურალი“: 99 ნონოსი, 2 კაკუშაძე, 3 ბოტაკა, 5 ბიბილაშვილი (17 კილაძე’85), 6 გოგიჩაიშვილი, 7 ჩხეტიანი (33 ჩიხლაძე’84), 8 ბრეგვაძე, 9 ბანძელაძე, 13 ახვლედიანი, 14 შალამბერიძე, 30 საღრიშვილი (20 ხარაბაძე’82)


სათადარიგონი: 1 სვანიძე; 23 ლაღაძე, 32 ენდელაძე, 37 ლიპარტელიანი


მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე


გაფრთხილება: ნოზაძე (68)


მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი)скачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები