წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
სამგურალმა ლიდერი ვერ შეაჩერა
დაემატა: 13-11-2018, 16:15
დინამო (ბთ)–სამგურალი 4:1

11.11.2018. ბათუმი ,,ანგისა"

0:1 შალამბერიძე (20), 1:1 ფლამარიონი (41), 2:1 ჯანელიძე (45+1), 3:1ფლამარიონი (47), 4:1 ილურიძე (76)

ეროვნული ლიგა 2 XXXII ტური

ბათუმი: ალავიძე, გოგიტიძე, ქავთარაძე, შარიქაძე (37.თევდორაძე(83.აბუსელიძე), მამუჩაშვილი, ჯანელიძე, გაგოშიძე, ჩალაძე, რამოსი, ფლამარიონი (69.ილურიძე), საბანაძე

სათადარიგოები: გოშაძე, ფარტენაძე, განუგრავა, ვარშანიძე

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

სამგურალი: ნონოსი, ბანძელაძე, ბოტაკა, კილაძე, ახვლედიანი, შალამბერიძე, ხარაბაძე, ბრეგვაძე (61.ღონღაძე) საღრიშვილი (69.გოგიჩაიშვილი), ლაღაძე, ჩიხლაძე (77.ენდელაძე)

სათადარიგოები: ნუცუბიძე, გოგუაძე, ჩხეტიანი, კაკუშაძე

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

გაფრთხილება: ბანძელაძე (12), ფლამარიონი (29), შალამბერიძე (72)

არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი

,,სამგურალი" ბათუმში ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერ ,,დინამოს" ესტუმრა და 1:4 დამარცხდა. არადა, შეხვედრის დებიუტი წყალტუბოელებისთვის სასურველი სცენარით განვითარდა, მე-20 წუთზე ნიკა შალამბერიძემ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და ,,სამგურალი" დააწინაურა-0:1. გაშვებული გოლის შემდეგ ზღვისპირლები მთელი ძალებით გადავიდნენ შეტევაში. წყალტუბოელები, რომლებიც, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის გარეშე თამაშობდნენ, ტაიმის ბოლომდე უმკლავდებოდნენ ზღვისპირლების აგრესიულ შეტევებს, მაგრამ გამოცდილებამ და სათამაშო კლასმა თავისი გაიტანა, 41-ე წუთზე ფლამარიონმა თავური დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი ჯანელიძემ მასპინძლები წინ გაიყვანა.
მატჩის მეორე ნახევარი ,,დინამოს" სრული უპირატესობით წარიმართა. თითქმის თამაშის განახლებისთანავე ფლამარიონმა დუბლი შეასრულა. საბოლოო ანგარიში კი 76-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გიორგი ილურიძემ დააფიქსირა 4:1.
მარცხის მიუხედავად ,,სამგურალმა" სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიცია შეინარჩუნა. მომდევნო შეხვედრას ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდი 22 ნოემბერს უშუალო კონკურენტ მარტვილის ,,მერანთან" გამართავს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები