ჩხეტიანის არაორდინალური და ექვსქულიანი გოლი » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ჩხეტიანის არაორდინალური და ექვსქულიანი გოლი
  • ჩხეტიანის არაორდინალური და ექვსქულიანი გოლი

    სამგურალი - ცხინვალი 1:0

    06.11.2108. ქუთაისი. - ,,რამაზ შენგელია"
    1:0 გაგა ჩხეტიანი (89)

    სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ბიბილაშვილი, ბოტაკა, ახვლედიანი, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი (46.ლაღაძე), გოგუაძე (83.ღონღაძე), ბრეგვაძე (66.ბანძელაძე), საღრიშვილი, ჩხეტიანი

    სათადარიგოები: ნუცუბიძე, კილაძე, ლიპარტელიანი, ხარაბაძე

    მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    ცხინვალი: ტირიჩი, ყურშავიშვილი, კაჭკაჭიშვილი (55.როხას მენა), ლაცაბიძე, ცერცვაძე, მაღალდაძე (67.ბარაბაძე), ვარძელაშვილი, კიკნაძე, ნემსაძე (57.კოკაია), ლობჯანიძე, მეტრეველი

    სათადარიგოები: კერესელიძე, თათხაშვილი, წივწივაძე, ხუბუა

    მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე

    გაფრთხილება: მაღალდაძე (43), ბიბილაშვილი (45+1), ყურშავიშვილი (66), საღრიშვილი (78), მეტრეველი (81), ბანძელაძე (90)

    გამოუყენებელი პენალტი: ჩხეტიანი (90+4)

    არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი

    ძალზედ პრინციპული შეხვედრა მოიგო წყალტუბოს ,,სამგურალმა" ,,ცხინვალთან" . ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი წყალტუბოელების დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ნომინალურმა მასპინძლებმა მხოლოდ მატჩის მიწურულს შესძლეს ,,ცხინვალის" წინააღმდეგობის დაძლევა და გაგა ჩხეტიანის მიერ 89-ე წუთზე გატანილი გოლით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.
    მიმდინარე სეზონში მოვლენები ისე განვითარდა, ორივე გუნდი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. მატჩამდე ,,სამგურალსაც" და ,,ცხინვალსაც" 29-29 ქულა ჰქონდათ. წყალტუბოელები ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული შედეგების (0:1, 2:1, 5:1) წყალობით სატურნირო ცხრილში ცხინვალელებზე მაღლა იყვნენ. სასწორზე 6 ქულა იდო და ბუნებრივია, შეხვედრა ორივე გუნდთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

    ,,სამგურალის" მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხაჭიპერიძემ ,,ნორჩი დანამოსთან" მატჩის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. ცენტრალურ მცველად ივანე კილაძის ნაცვლად გუნდის ახალწვეული ერვინ ჯო ბოტაკა განამწესა, რომელსაც ,,ცხინვალთან" მატჩში დებიუტი ჰქონდა. ჯომ მოედანზე 90 წუთი დაჰყო და საიმედოდაც გაისარჯა.
    მეორე ცვლილებას რაც შეეხება მარჯვენაფლანგელი უშანგი ბანძელაძის ნაცვლად ,,ცხინვალთან" სასტარტოში საყრდენი ნახევარმცველი გოგი გოგიჩაიშვილი ვიხილეთ. წყალტუბოელებმა ცენტრში უპირატესობის მოპოვებაზე და ამ ზონიდან მეტოქის შევიწროებაზე გააკეთეს აქცენტი. აქვე უნდა ვთქვათ, რომ მცირეოდენი ტრავმის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა ერთ-ერთი ლიდერი ბაქარ ლაღაძე, რომელიც მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში და ,,სამგურალის" გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა...

    როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა.
    ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, ნომინალური სტუმრები კი ,,მეორე ნომრად" თამაშობდნენ, საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს იყვნენ გამაგრებული და კონტრშეტევებით თავიანთ შანსებს ელოდებოდნენ. ბურთის ფლობის მიუხედავად წყალტუბოელებმა პირველი რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ 26-ე წუთზე შექმნეს, ზაურ გოგუაძემ მეკარესთან პირისპირ გაიყვანა გაგა ჩხეტიანი, რომელმაც ივან ტირიჩისთვის ბურთის თავზე გადაგდება განიზრახა, მაგრამ ხორვატმა კიპერმა გამოსვლაზე შესანიშანავად ითამაშა, ჩხეტიანის დარტყმა ხომ მოიგერია და შემდეგ დამატებაზე გოგი გოგიჩაიშვილს არ გაატანინა, ბოლოს გამოვარდნილ ბურთს თენგის ბრეგვაძე გზავნიდა კარში, მაგარამ მის დარტყმულს მცველი გადაეღობა და ,,ცხინვალი" გოლს გადაურჩა. ტირიჩმა შემდეგაც არაერთხელ იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან. 43-ე წუთზე შეტევაში ჩართული ბექა ბიბილაშვილი იყო ახლოს მიზანთან,. ბურთს მეკარე და მცველები ერთობლივად გადაეღობნენ. ტაიმის მიწურულს ცხინვალელებმაც გაამწვავეს ვითარება, თუმცა ანდრო ნემსაძის დარტმა ანდრე ნონოსმა მოიგერია.
    ნემსაძემ მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთხელ აანერვიულა წყალტუბოელები, საჯარიმოდან დაბალი ტრაექტორიით მეკარესთვის უხერხულად დაარტყა, მაგრამ ნონოსი არ დაიბნა და მდგომარეობა განმუხტა.

    ბესიკ ხაჭიპერაძემ მეორე ტაიმის დასაწყისშივე თამაშში ლაღაძე ჩართო, რომელმაც ,,სამგურალის" შეტევებს სიმწვავე შესძინა. 50-ე წუთზე კვლავ ჩხეტიანი აღმოჩნდა დასარტყმელ პოზიციაძე, მაგრამ ,,ცხინვალი" ისევ ტირიჩმა იხსნა, ხორვატის მოგერიებული ბურთი ლაღაძეს მიუვიდა, რომელმაც ბრეგვაძის მისამართით კარგად ჩააწოდა, მაგრამ ბრეგვაძის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა. 65-ე წუთზე ტირიჩმა ეფექტური სეივით ზაურ გოგუაძის ,,გასროლილი" ბურთი მოიგერია. ლაღაძის დარტყმისას კი ისიც უძლური იყო, მაგრამ ნომინალური სტუმრები ძელმა იხსნა. 70-ე წუთზე ,,ცხინვალმა" საკმაოდ სახიფათო შეტევა განახორციელა, რომელიც ვარძელაშვილის დარტყმით დასრულდა, მაგრამ ნონოსი კვლავ დამაჯერებლად გაისარჯა.
    დროის გასვლასთან ერთად ნერვულმა ფონმაც მოიმატა. წყალტუბოელები ბოლო წუთებზე შეტევაში მთელი ძალებით გადავიდნენ, მათმა მონდომებამ შედეგი 89-ე წუთზე გამოიღო, ლაღაძის გადაცემის შემდეგ წყალტუბოელთა ბომბარდირი კვლავ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ტირიჩმა მისი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ბურთი კვლავ ჩხეტიანს მიუვიდა, რომელიც წაქცეული იყო, მაგრამ მოახერხა და ასეთ მდგომარეობაშიც შეძლო კარში დარტყმა და უმნიშვნელოვანესი გოლის გატანა 1:0 ჩხეტიანს მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე დუბლის გაკეთებაც შეეძლო, მაგრამ თორნიკე კაკუშაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი, ,,სამგურალის" ფორვარდს ტირიჩმა აუღო.
    ,,სამგურალმა" ,,ცხინვალთან" მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე აინაცვლა. მომდევნო შეხვედრას ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდი 11 ნოემბერს სტუმრად გათამაშების ლიდერ ბათუმის ,,დინამოსთან" გამართავს.скачать dle 11.3