წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
კარგი თამაში და უმნიშვნელოვანესი მოგება
დაემატა: 25-10-2018, 22:02
სამგურალი – გაგრა 3:1
25.10.2018. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“
1:0 ვაჟა მათიაშვილი (44. საკუთარ კარში), 2:0 გაგა ჩხეტიანი (48), 2:1 თამაზ ლომსაძე (90), 3:1 მამუკა ღონღაძე (90+3)
სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, ახვლედიანი, შალამბერიძე, ბრეგვაძე (83.ლიპარტელიანი), საღრიშვილი, გოგუაძე, ლაღაძე (62.ხარაბაძე), ჩხეტიანი (75.ღონღაძე)
სათადარიგოები: ფანცხავა, გოგიჩაიშვილი, ჯო ბოტაკა–იობომა, ენდელაძე
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
მოთამაშე მწვრთნელი: გიორგი ნერგაძე

გაგრა: შევჩუკი, სამხარაძე, გაფრინდაშვილი, ხაბელაშვილი (53.პაპავა), ლომსაძე, მათიაშვილი (46.სპანდერაშვილი), გაფრინდაშვილი, კაკიაშვილი, კილაძე, სულთანიშვილი, ცაცკრიალაშვილი (72.ივანიაძე)
სათადარიგოები: ისიანი, ხოსიტაშვილი, კასრელიშვილი, გაბრიჩიძე
მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
გაფრთხილება: კაკუშაძე (28), გაფრინდაშვილი (45), ცაცკრიალაშვილი (70), ხარაბაძე (77)
გაძევება: ცაცკრიალაშვილი (73. სათადარიგოთა სკამიდან)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

,,სამგურალმა“ ,,გაგრასთან“ მიმდინარე სეზონის ერთ–ერთი ყველაზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდმა მარტვილში ფავორიტად შერაცხული ,,გაგრა“ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაჯაბნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა – 3:1. წყალტუბოელებისთვის ამ გამარჯვებას როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ,,სამგურალი“ კარგა ხანს იყო ცხრილი ბოლო საფეხბურზე, მაგრამ გუშინდელი მოგებით მე–7 ადგილზე აღზევდა და პლეი აუტის ზონას გასცდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტებს ჯერ თავიანთი მატჩები არ გაუმართავთ...
მოგება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა, ,,სამგურალზე“ უკვე ვისაუბრეთ და ეროვნული ლიგაში დაწინაურებისთვის მებრძოლი ,,გაგრაც“ 3 ქულისთვის რომ იბრძოლებდა საწყისი წუტებიდანვე გამოჩნდა. ნომინალურმა სტუმრებმა დებიუტში საკმაოდ მწვავე შეტევები განახორციელეს, მაგრამ ,,სამგურალის“ მცველებისა და მეკარის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პირველ ტალღას კარგად გაუმკლავდნენ. ამის შემდეგ კი უპირატესობა მთლიანად წყალტუბოელების მხარეს გადავიდა.
მე–9 წუთზე თენგიზ ბრეგვაძის სახიფათო დარტყმა მეკარე ვადიმ შევჩუკმა მოიგერია. ზაურ გოგუაძის ძლიერი დარტყმა კარს ასცდა, სახიფათოდ ურტყამდა ნიკა შალამბერიძეც, მაგრამ მეკარე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო. ყველაზე რეალური საგოლე შანსი ბრეგვაძეს მიეცა, მაგრამ მეკარესთან ერთი ერთზე გასულს შევჩუკმა არ გაატანინა. სამაგიეროდ ბრეგვაძის კუთხურს მოჰყვა გოლი, ,,სტანდარტულის“ შემდეგ კარში გაგა ჩხეტიანმა დაარტყა, ბურთი ვაჟა მათიაშვილს შეეხო და გაგრელთა კარში აღმოჩნდა –1:0
მეორე ტაიმის დასაწყისში ,,გაგრამ“ შტურმის მოწყობა სცადა, მაგრამ შედეგად კონტრშეტევა მიიღო, ნიკა შალამბერიძემ კარგი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა ჩხეტიანი, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა და წყალტუბოელების უპირატესობა ორამდე გაზარდა –2:0
ბუნებრივია, ,,გაგრა“ მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდა, მაგრამ ,,სამგურალი“ თავს მწყობრად იცავდა და მწვავე კონტრშეტევებსაც ახორციელებდა. ანგარიშის გაზრდა შეეძლო ზაურ გოგუაძეს, მაგრამ გოლისგან სტუმრები შევჩუკმა იხსნა. დენის ხომუტოვის გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და რამდენიმე სახიფათო იერიშის შემდეგ ერთი ბურთი გაქვითა, გოლი თამაზ ლომსაძემ გაიტანა. გაგრელები მთელი ძალებით შეტევაში გადავიდნენ და სივრცეები კიდევ უფრო გახსნეს, რითაც ბესიკ ხაჭიპერაძის შეგირდებმა კარგად ისარგებლეს, გაბრიელ საღრიშვილი მოედნის ცენტრში დაეუფლა ბურთს, მეურვეს გაუსწორდა და ერთბაშად ორი ფეხბურთელი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, ეპიზოდი შესულმა მამუკა ღონღაძემ დააგვირგვინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა –3:1
მომდევნო შეხვედრას ,,სამგურალი“ 30 ოქტომბერს თბილისში, ,,ნორჩი დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები