ფრე შევარდენთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ფრე შევარდენთან
  • ეროვნული ლიგა 2–ის 28– ტურში წყალტუბოს ,,სამგურალმა“ მარტვილში ,,შევარდენს“ დაუზავდა–1:1. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა ზალზედ დაძაბული გამოდგა.
    პირველად ,,შევარდენის“ კარისკენ სახიფათოდ ბექა ბიბილაშვილმა დაარტყა, აღნიშნულ ეპიზოდში ყველას ეგონა, რომ ის საჯარიმოში ჩააწვდიდა, მაგრამ ბიბილაშვილმა ბურთი პირდაპირ კარისკენ გაუშვა და მეკარემ გაჭირვებით შეძლო მისი მოგერიება.
    კარგი მომენტი ჰქონდა ბაქარ ლაღაძესაც, მან მარცხენა ფანგიდან შეუტია, მაგრამ სუსტი დარტყმა გამოუვიდა და გიორგი ნადირაძე ბურთს იოლად დაეუფლა.
    შემდეგ სტუმრებმა ბურთი დაიჭირეს და ანგარიშიც გახსნეს. 18–ე წუთზე ,,იუნკერთა“ ,,სტანდარტულის“ შემდეგ ბექა ბიბილაშვილი თავით ბურთის მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ ბურთი კარში წავიდა და ,,შევარდენი“ ავტოგოლის წყალობით დაწინაურდა. თბილისელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, სახიფათოს უტევდა პაიმი, ქანთარიას პასით ის მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ანდრე ნონოსი კარგად გაისარჯა და პაიმს კარში დარტყმა არ დაანება.
    ,,სამგურალის“ კამერუნელმა მეკარემ ცოტა ხანში ვაჟა ნემსაძის სახიფათო დარტყმაც მოიგერია.
    ტაიმის შუაწელიდან წყალტუბოელებმა თამაში გამოასწორეს და ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწიეს.
    გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა გაგა ჩხეტიანს, მაგრამ არ გაუმართლა, გოგუაძის გადაცემის შემდეგ მან მცველებს დაასწრო და ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ სტუმრები გოლისგან ხარიხამ იხსნა.
    სამგურალი კვლავ ცდილობდა ანგარიშის გათანაბრებას, ორჯერ სახიფათოდ დაარტყა ზაურ გოგუაძემ, მაგრამ ბურთი სამიზნეს ირივეჯერ ასცდა . გოგუაძის მესამე მცდელობა შედეგიანი გამოდგა, პირველი ტაიმის უკანასკენ წუთზე, მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს თავზე მოხვდა და რიკოშეტით ,,შევარდენის“ კარში აღმოჩნდა 1:1. ,,სამგურალმა“ მეტოქეს გოლი ,,გასახდელში გააყოლა“ და ფსიქოლოგიური უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ მატჩის მეორე ნახევარი ,,შევარდენის“ აქტიურად დაიწყო,სტუმრები ბურთს აკონტროლებდნენ და დროგამოშვებით სახიფათოდაც უტევდნენ. პაიმის სახიფათო დარტყმა ანდრე ნონოსმა მოიგერია. გოგიტა გოგატიშშვილის დარტყმა კი მცირედით ასცდა სამიზნეს. ქანთარიას დარტყმა კი ნონოსმა მოიგერია. კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა გოგატიშვილს, მაგრამ მისი დარტყმა კარს მცირედით აცდა.
    მომენტები ,,სამგურალსაც“ ჰქონდა, განსაკუთრებით თენგიზ ბრეგვაძის ეპიზოდია გამოსარჩევი, ლაღაძის გამჭოლი გადაცემის შემდეგ ის ახლო მანძილიდან ურტყამდა და გოლი გარდაუვალი ჩანდაა, მაგრამ ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
    დარჩენილ დროში სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა. ორჯერ პენალტზე აპელირებდნენ წყალტუბოელები, ერთ ეპიზოდში ლომაშვილს საკუთარ საჯარიმოში აშკარად ხელზე მოხვდა ბურთი, მაგრამ მატჩის არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. ანგარიში აღარ შეცვლილა. ,,სამგურალი“ სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო ადგილზეა, მაგრამ პლეი აუტის ზონას მხოლოდ 3 ქულა აშორებს. მე–7 ადგილზე მყოფი ,,ცხინვალი“ ,,სამგურალს“ სწორედ 3 ქულით უსწრებს.

    სამგურალი – შევარდენი 1:1
    ეროვნული ლიგა 2 28–ე ტური
    19.10.2018. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“
    0:1 ბიბილაშვილი (18.ავტოგოლი), 1:1 გოგუაძე (45+1)
    სამგურალი: ნონოსი, ბანძელაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, ახვლედიანი, შალამბერიძე (28.ხარაბაძე), საღრიშვილი (67.ლიპარტელიანი), გოგუაძე, ბრეგვაძე, ლაღაძე, ჩხეტიანი
    სათადარიგოები: ფანცხავა, ენდელაძე, გოგიჩაიშვილი, კაკუშაძე
    მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
    მოთაშე მწვრთნელი: გიროგი ნერგაძე
    შევარდენი: ნადირაძე, ჩიკვაიძე, ლომაშვილი, კვახაძე, ჯიშკარიანი, სატურნინიო, ნემსაძე (58.სალუქვაძე), გოგინაშვილი (46.ნანობაშვილი), პაიმი, ვალიევი, გოგატიშვილი (77.მეგრელაძე)
    სათადარიგოები: კონცელიძე, ჯიქია, ოდიკაძე, ნარიმანიძე
    მთავარი მწვრნელი: გელა სანაია
    გაფრთხილება:ნონოსი (71), ბანძელაძე (90+1), ბიბილაშვილი (90+3)
    არბიტრი: ჯენერი ხორავაскачать dle 11.3