სტუმარი მოლდოვის ეროვნული დივიზიონიდან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სტუმარი მოლდოვის ეროვნული დივიზიონიდან
  • საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა მოლდოვეთის ეროვნული დივიზიონის გუნდის "სფინტულ გეორგეს” მთავარი მწვრთნელი სერგეი ჩებატარი. მოლდოველი მწვრთნელის საქართველოში ვიზიტის მიზანი ,,სამგურალსა“ და ,,სფინტულ გეორგეს“ შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარება გახლდათ. წყალტუბოური კლუბის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხაჭიპერაძე წლების განმავლობაში მოლდოვურ ,,ნისტრუში“ თამაშობდა, სადაც ჩებოტარი მისი თანაგუნდელი იყო. მოლდოველი სპეციალისტი წყალტუბოში სწორედ ბესიკ ხაჭიპერაძის მოწვევით ჩამოვიდა.
    მოგეხსენებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი თვითმართველობის ერთობლივი პროექტით წყალტუბოში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 26 მაისის სახელობის სტადიონს, სადაც, მალე საერთაშორისო მატჩების ჩატარების საშუალებაც იქნება. გუნდების წარმომადგენლები აქტიურად განიხილავენ, ,,სფინტულის“ საქართველოში შეკრებაზე ჩამოსვლისა და ,,სამგურალთან“ ამხანაგური შეხვედრის ჩატარების საკითხსაც.
    ,,სერგეი საფეხბურთო ოჯახიდან არის, მამამისი, ნიკალაი ჩებატარი მოლდოვის ფეხბურთის ფედერაციის გენერელური მდივანია. მათ ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი მოლდოვეთში რომ ჩავედი, უცხო ქვეყანაში ყოველთვის რთულია თავის დამკვიდრება, უფროსი ჩებატარი ყოველმხრივ გვერდში მედგა და მისი დიდი დამსახურებაა, რომ ,,ნისტრუში“ დავიმკვიდრე ადგილი. მე და მისი ვაჟი სერგეი, წლების განმავლობაში ერთად ვთამაშობდით, ახლა ორივე მწვრთნელები ვართ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებთ. გვინდა, რომ ჩვენი გუნდებს შორის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი ჩავატაროთ, სტადიონის რეაბილიტაცია, რომ დასრულდება ვგეგმავთ მათ მოწვევას. ახლა კი, მთავარია, ეროვნული ლიგა 2–ის დარჩენილ ტურებში მაქსიმალურად ავიღოთ ქულები და ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ.“–აღნიშნა, ,,სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხაჭიპერაძემ.
    საქართველოში ვიზიტით კმაყოფილი დარჩა სერგეი ჩებატარი. ,,აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს, სამი დღით ჩამოვედი და უამრავი რამის ნახვა მოვასწარი, ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, საქართველოში საოცარი ბუნება და უამრავი კულტურული ძეგლია. დავესწარი ,,სამგურალის“ ვარჯიშს, დავათვალიერე წყალტუბოში მიმდინარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. კარგია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ბევრი რამ კეთდება. როგორც მითხრეს ,,სამგურალს“ საკმაოდ მდიდარი ტრადიციები აქვს, ჩვენი სურვილია ,,სამგურალსა“ და ,,სფინტულ გეორგეს“ შორის მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები დამყარდეს და სამომავლოდ, საქართველოში უკვე, გუნდთან ერთად ჩამოვიდე.
    ბესიკ ხაჭიპერაძე ჩემი მეგობარია, ,,ნისტრუში“ ერთად ვთამაშობდით, გუნდის წამყვანი ფეხბურთელი იყო, თავისი პიროვნული და პროფესიული თვისესების გამო კლუბში ყველა დიდ პატივს სცემდა და გულშემატკივრებშიც დიდი სიყვარულით სარგებლობდა. წარმატებებს ვუსურვებ ბესოს და მის კლუბს, მჯერა, რომ სამწვრთნელო კარიერაშიც დიდ წარმატებებს მიაღწევს.“ –განაცხადა სერგეი ჩებატარმა. скачать dle 11.3