წყალტუბო "სამგურალი"
1-0
26/04/18
ვიტ ჯორჯია
წყალტუბო "სამგურალი"
მცხეთა.
.
მომდევნო მატჩი მომდევნო მატჩი.
2-1
30/04/18
წყალტუბო სამგურალი
ქობულეთის შუქურა
მარტვილი.
შემოგვიერთდით
პარტნიორები
მნიშვნელოვანი მოგება შუქურასთან
დაემატა: 8-10-2018, 16:43
სამგურალი (წყალტუბო) – შუქურა (ქობულეთი) 1:0
06.10.2018 მარტვილი. სტადიონი: ,,მურთაზ ხურცილავა“
1:0 გაგა ჩხეტიანი (15)
სამგურალი: ნონოსი, ბანძელაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, ახვლედიანი, შალამბერიძე, გოგუაძე (69.ხარაბაძე), ბრეგვაძე, საღრიშვილი (63.ლიპარტელიანი), ლაღაძე, ჩხეტიანი (85.ღონღაძე)
სათადარიგოები: ნუცუბიძე, ჭეიშვილი, გოგიჩაიშვილი, ენდელაძე
მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
შუქურა: ჯიოევი, ბულუხაძე, კალანდაძე, კალანდია, დოს რეის რამოსი, ლებანიძე, ჩელებაძე, მუხულიშვილი (70.გარაკოევი), ქათამაძე (77.ნემსაძე), ნუნიეში, სანაშვილი (59.ჭანუყვაძე)
სათადარიგოები: ტაკიძე, ფოთელიძე, გოგმაჩაძე,
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
გაფრთხილება: კალანდია (81), ჩელებაძე (81), ბანძელაძე (90)
არბიტრი: ბ.ნინუა

წყალტუბოს ,,სამგურალმა“ 27–ე ტურში უშუალო კონკურენტი ქობულეთის ,,შუქურა“ 1:0 დაამარცხა და გასავარდნი ზონისგან თავის დასაღწევად შანსები შეინარჩუნა. წყალტუბოელები მე–7 ადგილზე მყოფ ,,ცხინვალს“ (რომელმაც ამ ტურში სენსაციურად ,,თელავი“ დაამარცხა), მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან.
,,შუქურასთან“ შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბულად წარიმართა. წყალტუბოელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. ბექა ბიბილაშვილმა თავისი ნახევრიდან მეტოქის საჯარიმოსკენ გაგზავნა ბურთი, სადაც მცველებთან ორთაბრძოლაში გამარჯვებული გაგა ჩხეტიანი აღმოჩნდა, მისი დარტყმის შემდეგ კი ბურთიერთ–ერთ ქობულეთელ ფეხბურთელს მოხვდა და რიკოშეტით სტუმართა კარში აღმოჩნდა –1:0
ქობულეთელები ანგარიშის გათანაბრებას შეეცადნენ. სახიფათოდ ასრულებდა სტანდარტულებს გიორგი ჩელებაძე. მეორე ნახევარში სტუმრები კიდევ უფრო დიდი ძალებით წავიდნენ შეტევაში, რამაც მათი ,,ზურგის მოშიშვლება“ გამოიწვია, წყალტუბოელებს კონტრშეტევებზე შეეძლოთ მეტოქის დასჯა, მაგრამ ხან ბოლო პასი არ გამოსდიოდან , ხან კარში დარტყმა. 88–ე წუთზე ქობულეთელებს კარგი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ კარგად გაისარჯა ,,სამგურალის“ მეკარე ანდრე ნონოსი. საბოლოოდ, ბესიკ ხაჭიპერაძის შეგირდებმა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანეს და კონკურენტებთან ჩამორჩენა შეამცირეს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
FACEBOOK კომენტარები