სამგურალი თელავთან დამარცხდა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალი თელავთან დამარცხდა
  • მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში სტუმრებმა მე–15 წუთზე გახსნეს ზაზა ჭელიძის კარგი გადაცემის შემდეგ მცველებისა და მეკარის შეცდომით ვასილ გოგოლიძემ ისარგებლა, ბურთს თავი წაკრა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. წყალტუბოელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, გაგა ჩხეტიანმა თავით კარგი გადაცემა გაუკეთა ბაქარ ლაღაძეს, რომელმაც ეფექტური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. 36–ე წუთზე თელაველებმა წინ გასვლა მოახერხეს, კვლავ ჩავარდა ,,სამგურალის" დაცვა, ვასილ გოგოლიძემ თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა და მარტივი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა. ,,სამგურალს" პირველ ტაიმში გათანაბრების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ გაგა ჩხეტიანის დარტყმის შემდეგ სტუმრები ძელმა იხსნა. მატჩის მეორე ნახევარში ,,სამგურალი" მთელი ძალებით წინ წავიდა. მაგრამ გოლი კვლავ საკუთარ კარში მიიღო, შეცვლაზე შესული გიორგი ხარებაშვილი იოლად გაუსწორდა მცველებს და მეკარეს –1:3 გაგა ჩხეტიანმა, რომელიც წყალტუბოელთა რიგებში საუკეთესო იყო, 70–ე წუთზე თავური დარტყმით ანგარიში შეამცირა 2:3 ბესიკ ხაჭიპერაძის გუნდს ქულის გადარჩენაც შეეძლო, გოლის გატანასთან ახლოს იყო ბექა ბიბილაშვილი, მაგრამ მისი მაკტარელა დარტყმა ხარიხას ოდნავ გადასცდა.
    საბოლოოდ, ,,სამგურალი" ,,თელავთან" მესამე შეხვედრაშიც დამარცხდა.

    სამგურალი – თელავი 2:3

    ეროვნული ლიგა 2. XXV ტური
    24 სექტემბერი. მარტვილი. 16:00 საათი. "მურთაზ ხურცილავა"

    0:1 ვასილ გოგოლიძე (15), 1:1 ბაქარ ლაღაძე(19), 1:2 ვასილ გოგოლიძე (36), 1:3 გიორგი ხარებაშვილი (65), 2:3 გაგა ჩხეტიანი (70)

    "სამგურალი": ნონოსი, ბიბილაშვილი, ენდელაძე (69.ღონღაძე), კაკუშაძე, ბანძელაძე, შალამბერიძე, ხარაბაძე (52. ლიპარტელიანი), ლაღაძე, ჭეიშვილი (46.ბრეგვაძე), გოგუაძე, ჩხეტიანი
    სათადარიგოები: ნუცუბიძე; გოგიჩაიშვილი, კილაძე, საღრიშვილი
    მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
    "თელავი": სანიკიძე, მარაქველიძე, აფაქიძე, თოლორდავა, ბერიაშვილი, ჯიქია, მ. ბაშელეიშვილი, ჭელიძე, გოგოლიძე (76. ნოზაძე), რუხაძე (88.ტვილდიანი), 99 ნიქაბაძე (60. ხარებაშვილი)
    სათადარიგოები: მამადოვი; კუკუჯანაშვილი, გალახვარიძე, მურველაშვილი
    მთავარი მწვრთნელი: გიორგი დეკანოსიძე
    გაფრთხილება: გაგა ჩხეტიანი (87)
    გაძევება: ხარებაშვილი (თამაშის შემდეგ)
    მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)скачать dle 11.3