იმედისმომცემი ფრე მერანთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
იმედისმომცემი ფრე მერანთან
  • იმედისმომცემი ფრე მერანთან
    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა 2–ის 24–ე ტურში სტუმრად მარტვილის ,,მერანთან“ ფრე 1:1 ითამაშა.
    შეხვედრა ძალზედ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და სწრაფ გოლზე გააკეთეს აქცენტი. ,,მერანიდან“ მწვავედ შეუტია ნიკოლოზ ხინთიბიძმემ, თუმცა ,,სამგურალის“ მცველებმა მდგომარეობა დროულად განმუხტეს. მე–8 წუთზე , ,,სამგურალმა“ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა, ბაქარ ლაღაძემ მცველებს თავბრუ დაახვია და საჯარიმოს მისადგომებიდან კარში ძლიერად დაარტყა, მაგრამ მარტვილელები გოლისგან მეკარე კახაბერ მეშველიანმა იხსნა, რომელმაც ეფექტური ნახტომით შეძლო ბურთის მოგერიება.

    პირველი ტაიმი შედარებით დაბალ ტემპში მიმდინარეობდა. წყალტუბოელები ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, თუმცა ,,მერანი“ სტანდარტულებითა და სწრაფი კონტრშეტევებით ქმნიდნენ სახიფათო მომენტებს.პირველ ტაიმში გალენკოსა და ხინთიბიძეს შეეძლოთ გატანა, მაგრამ მათი დარტყმები კარს ასცდა.
    მატჩის მეორე ნახევარი გაცილებით უკეთესი სანახავი გამოდგა. მასპინძლებმა აქტიურად განაახლეს შეხვედრა და შეცვლაზე შესულმა გიორგი ციმაკურიძემ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში 1:0
    გაშვებული გოლის შემდეგ „სამგურალი“ მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდა. წყალტუბოელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხაჭიპერაძემ თამაშში ზაურ გოგუაძე, გაბრიელ საღრიშვილი და თენგიზ ბრეგვაძე ჩართო. სამივე მათგანი შემტევი სტილის ფეხბურთელია, რაც წყალტუბოლეთა იერიშებსაც დაეტყო, თამაში ,,მერანის“ ნახევარზე მიმდინარეობდა და მომენტებიც იქმნებოდა მაგრამ მარტვილელები მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ მეტოქეს. ანდრე ნონოსმა ხინთიბიძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, მან ორჯრე კიდევ იხსნა ,,სამგურალის“ კარი. მოწოდების სიმაღლეზე იყო ,,მერანის“ მეკარეც, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში აშკარა გოლისგან იხსნა მასპინძლები, თუმცა მატჩის მიწურულს წყალტუბოელებმა ანგარიშის გათანაბრება მაინც მოახერხეს, უშანგი ბანძელაძის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ბაქარ ლაღაძემ ერთი შეხებით დაარტყა და ,,სამგურალს“ ქულა გადაურჩინა. ეგ კი არა, დარჩენილ დროში წყალტუბოელებს გამარჯვების გოლის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გაუმართლათ.


    მერანი (მარტვილი) – სამგურალი (წყალტუბო) 1:1
    1:0 ციმაკურიძე (55), 1:1 ლაღაძე (86)
    16.09.2018 მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“ 16.30
    ეროვნული ლიგა 2 ტური 24
    მერანი: მეშველიანი, ზახარჩენკო, გეგია, მირონენკო, ხინთიბიძე, გალენკო (73.ლუცენკო), დუგუ, მოსემღვდლიშვილი (46.ციმაკურიძე), მოსიაშვილი (46.კურდღელაშვილი), ფაცაცია, მელიავა
    სათადარიგოები: კულუა, ფაცაცია, თოლორდავა, ციცხვაია
    მთავარი მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი
    სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ენდელაძე, ბიბილაშვილი, ბანძელაძე, ხარაბაძე (66.საღრიშვილი), შალამბერიძე, ლიპარტელიანი (58.გოგუაძე), ჭეიშვილი (57.ბრეგვაძე), ლაღაძე, ჩხეტიანი
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, ახვლედიანი, ღონღაძე, ჩიხლაძე
    მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
    გაფრთხილება: მოსემღვდლიშვილი (45), ლუცენკო (93)скачать dle 11.3