ჭექა-ქუხილი, ქუხილავა და მარცხი გაგრასთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ჭექა-ქუხილი, ქუხილავა და მარცხი გაგრასთან
  • მატჩის დაწყებამდე თბილისში კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რასაც ძლიერი ჭექა-ქუხილიც თან ახლა. სანამ ფეხბურთელები სათამაშოდ გამოვიდოდნენ მზემ გამოანათა და ჭექა-ქუხილიც აღარ აზანზარებდა გარემოს. თუმცა, სამაგიეროდ, შეხვედის მიმდინარეობისას მატჩის არბიტრმა შოთა ქუხილავამ იქუხა და მისი აშკარა შეცდომით, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ,,სამგურალი" ქულის გარეშე დარჩა. 86-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა გაგრელთა უკრაინელმა კიპერმა ვადიმ ვაშჩუკმა გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა, ბურთი ხელიდან გაუვარდა, გაგა ჩხეტიანი მისგან ზურგით ბურთს დაეუფლა, მაგრამ მეკარემ წყალტუბოელთა თავდამსხმელი ფაქტობრივად ჭიდაობის ილეთით ძირს დაანარცხა, ეპიზოდი ყველამ თვალნათლივ დაინახა, მხოლოდ იმ ადამიანების გარდა, ვისაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო და პენალტი დაენიშნა...
    შეხვედრის დასაწყისშიც იყო საკამათო ეპიზოდი, როცა გიგა სამხარაძესთან ორთაბრძოლაში ,,სამგურალის" ნახევარმცველმა უშანგი ბანძელაძემ ბურთი ბოედანს გარეთ ,,გააცილა", თუმცა სამხარაძემ უკვე კუთხურის ხაზს გარეთ მყოფი ბურთი, საჯარიმოსკენ გაგზავნა, რასაც შემდეგ თორნიკე გაფრინდაშვილის გოლი მოჰყვა 1:0
    გაგრელების სწრაფი გოლით დაწინაურდნენ და სანამ ,,სამგურალი" თამაშს დაალაგებდა კიდევ ჰქონდა ერთი მომენტი, თუმცა ერეკლე კილაძის დარტყმა ანდრე ნონოსმა მოიგერია. პირველ ტაიმში წყალტუბოელებს რეალური საგოლე ეპიზოდების შექმნა უჭირდათ, დენის ხომუტოვის გუნდს სივრცეები საიმედოდ ჰქონდა გადაკეტილი და საქმე კარში დარტყმამდე იშვიათად მიდიოდა. თუმცა, მომეტები მაინც იყო. 28-ე წუთზე სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო ნიკა შალამბერიძემ, მაგრამ მისი უძლიერესი დარტყმა კარს ასცდა.
    მატჩის მეორე ნახევარი გაგრელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და ნონოსმა ორი საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია. 54-ე წუთზე წყალტუბოელებს კონტრშეტევისას რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს, გიორგი ჭეიშვილის დარტყმა მეკარემ მოიგერია. ამას გაგრელთა სახიფათო საჯარიმო მოჰყვა, რომელმაც ხარიხა ,,მოიკითხა" და ტრიბუნებისკენ ისე გაფრინდა. აქტიური იყო შეცვლაზე შემოსული გაგა ჩხეტიანი, რომელსაც 68-ე წუთზე გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მან მცველს მოპარა ბურთი და ფაქტობრივად მეკარესთან პირისპირ დარჩა, მარამ მოემტის დაგვირგვინება ვერ მოახერხა. მატჩის მიწურულს კი ჩხეტიანი გაგრელთა საჯარიმოში წესების დარღვევით შეაჩერეს და რომ არა არბიტრის შეცდომა ,,სამგურალს" ქულის გადარჩენის სანსი მიეცემოდა.
    და ბოლოს, ,,გაგრასთან" შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა ,,სამგურალის" 19 წლის ნახევარმცველს ილია ახვლედიანს, რომელიც წყალტუბოურ კლუბში ესპანური ,,დეუსტოდან" გადმოვიდა. ახვლედიანი 70-ე წუთზე ჩაერთო თამაში და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
    ,,გაგრასთან" მარცხის შემდეგ ,,სამგურალი" 18 ქულით სატურნირო ცხილში ბოლო მე-10 ადგილზე იმყოფება. მდგომარეობა მძიმეა, თუმცა წინ 16 ტურია დარჩენილი და გულშემატკივრების დახმარებით გუნდს შესწევს ამ რთული გამოცდის ჩაბარებისა და ლიგაში ადგილის შეანარჩუნების ძალა.
    მომდევნო ტურის შეხვედრას ,,სამგურალი" 16 აგვისტოს მარტვილში ,,ნორჩი დინამოს" წინააღმდეგ გამართავს.

    გაგრა–სამგურალი 1:0
    ეროვნული ლიგა 2 მე–20 ტური
    1:0 თორნიკე გაფრინდაშვილი (4)

    გაგრა: შევჩუკი, ე.კილაძე, ბრაჭული, სამხარაძე, გ.გაფრინდაშვილი, სულთანიშვილი (76.კასრელიშვილი), კაკიაშვილი, ცაცკრიალაშვილი, პაპავა, ივანიაძე (66.ლომსაძე), თ.გაფრინდაშვილი (85.სპანდერაშვილი)
    სათადარიგოები: ისიანი, ხოსიტაშვილი, მაგრაქველიძე, გაბრიჩიძე
    მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი

    სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, კილაძე, შალამბერიძე, ჭეიშვილი, ბანძელაძე (70.ახვლედიანი), გოგუაძე, ხარაბაძე, გოგიჩაიშვილი (10.საღრიშვილი), ლაღაძე, ღონღაძე (46.ჩხეტიანი)
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, ენდელაძე, ბიბილაშვილი, ლიპარტელიანი
    მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე
    გაფრთხილება: ივანიაძე (35), ჭეიშვილი (35), შალამბერიძე (57), ე.კილაძე (83)
    არბიტრი: შოთა ქუხილავაскачать dle 11.3