ქულა 10 ფეხბურთელით » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ქულა 10 ფეხბურთელით
  • ქულა 10 ფეხბურთელით

    დინამო"(ბათუმი) – "სამგურალი"(წყალტუბო) 1:1(0:1)

    8 ივნისი, ბათუმი, "ანგისას ბაზა"

    0:1 გაგა ჩხეტიანი (17.პენ), 1:1 ჯოვინო ფლამარიაონი (60)

    "დინამო": ალავიძე, ადამაძე, განუგრავა (72.დეკანოიძე), ქავთარაძე, ვარშანიძე (46.კვარაცხელია), შარიქაძე, ჯანელიძე, გაგოშიძე, ჩალაძე, ფლამარიონი, საბანაძე (86.აბუსელიძე)

    სათადარიგოები: ტაკიძე, ფარტენაძე, გოგიტიძე, თევდორაძე

    მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

    "სამგურალი": ნონოსი, კაკუშაძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი, ჩხეტიანი, ბრეგვაძე (61.საღრიშვილი), ბანძელაძე, გოგუაძე (84.გოგიჩაიშვილი), შალამბერიძე, ხარაბაძე, ლაღაძე (90+3.ენდელაძე)

    სათადარიგოები: ნუცუბიძე, ღონღაძე, ზ.ფანცხავა, ხელაძე

    მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    გაფრთხილება: საბანაძე(24), ჩხეტიანი(32), ბრეგვაძე(49), შალამბერიძე(54), ნონოსი(58), ლაღაძე(73), ჯანელიძე(74), დეკანოიძე(88)

    გაძევება: ჩხეტიანი (52)

    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ ბათუმის ,,დინამოსთან“ გამართულ ურთულეს შეხვედრაში ფრე 1:1 ითამაშა და აჭარის ცენტრიდან მნიშვნელოვანი ქულით დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ წყალტუბოელებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ბესიკ ხაჭიპერაძის თაოსნობით მეორე შეხვედრა გამართეს და ამ ორ შეხვედრაში 4 ქულა მოიპოვეს. ბათუმში გუნდებმა ულამაზეს საფეხბურთო გარემოში თამაშეს. სავსე ტრიბუნებს, გულმხურვალე ქომაგობას და დრამატულ შეხვედრას, ხელოვნურ განათებაზე ასპარეზობა კიდევ უფრო ლამაზ ელფერს სძენდა. ცალკე თემაა გულშემატკივრობა, ,,ანგისას“ ბაზა ბოლომდე იყო შევსებული, შეხვედრას ,,სამგურალის“ 40–მდე ქომაგიც ესწრებოდა, მათ შორის წყალტუბოელთა ფანკლუბი ,,მედიკოსები“, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში სიმღერებითა და შეძახილებით ამხნევებდნენ საყვარელ გუნდს.
    რაც შეეხება, თავად დაპირისპირებას, მატჩი საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოდგა. როგორც მოსალოდნელი იყო ბათუმის ,,დინამომ“ სწრაფ გოლზე გააკეთა აქცენტი და საწყის წუთებზე ორჯერ იყო ახლოს მიზანთა, თუმცა ლევან შარიქაძის დარტყმა თითქმის ცარიელი კარიდან ბანძელაძემ მოიგერია, ნიკოლოზ საბანაძეს კი სიზუსტე დააკლდა. ბესიკ ხაჭიპერაძემ თავიდანვე კონტრშეტევებზე გააკეთა აქცენტი, ,,სამგურალი“ შანს ელოდებოდა და პირველივე ბოძებული შესაძლებლობა კარგად გამოიყენა. 17–ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში დიდებულად ითამაშა თენგიზ ბრეგვაძემ, რომელმაც ბურთი კარგად მიიღო, მეურვე ჩამოიცილა და ბათუმლებმა ის წესების დარღვევით შეაჩერეს. პენალტი გაგა ჩხეტიანმა აუღელვებლად შეასრულა და წყალტუბოელები დააწინაურა. მასპინძლები ბუნებრივია, გათანაბრებას შეეცადნენ და მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ, მაგრამ ხან დამაგვირგვინებელ ფაზაში არ ჰყოფნიდათ სიზუსტე, ხანაც ,,სამგურალის“ კამერუნელი მეკარე ანდრე ნონოსი თამაშობდა დიდებულად. პირველ ტაიმში წყალტუბოელებმა კარის მშარლად შენახვა შეძლეს და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გავიდნენ 0:1
    გია გეგუჩაძემ შესვენებისას ვარშანიძის ნაცვლად მოედანზე მეორე ნომინალური ფორვარდი ვახტანგ კვარაცხელია გაიყვანა და შეტევა კიდევ უფრო გააძლიერა. ბათუმი უტევდა, მაგრამ ,,სამგურალის“ დაცვა მოწოდების სიმაღლეზე იყო, გამოცდილი ცენტრალური მცველები გიორგი ნერგაძე და ბექა ბიბილაშვილი უშეცდომოთ თამაშობდნენ და თანაგუნდელების დახმარებით მასპინძლების მწვავე შეტევებს იგერიებდნენ. 52–ე წუთზე გაგა ჩხეტიანმა შეტევაში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ,,სამგურალი“ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა, 10 ფეხბურთელით დინამოელთა მასიური შეტევების მოგერიება ძალიან რთული იყო. თუმცა, ამ საქმეს სტუმრები კარგად ართმევდნენ თავს, საიმედოდ თამაშობდა ანდრე ნონოსიც, მაგრამ 60–ე წუთზე სწორედ მის დასანან შეცდომას მოჰყვა ბათუმელთა გოლი. 59–ე წუთზე ნონოსმა სტუმართა შეტევის შემდეგ ბურთი ჯერ დაამიწა და შემდეგ ისევ ხელში აიღო, რიის გამოც ,,სამგურალის“ კარისკენ ხუთიოდე მეტრში თავისუფალი დაინიშნა. მასპინძლებმა ,,სტანდარტული“ გაითამაშეს და ჯოვინო ფლამარიონმა დაბალი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 1:1
    გია გეგუჩაძის შეგირდები მთელი ძალებით შტურმზე გადავიდნენ, გოლის გატანის რეალური სესაძებლობა ჰქონდათ საბანაძეს და ფლამარიონს, მაგრამ ნონოსმა ,,მკვდარი“ ბურთები მოიგერია და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. სხვათა, შორის, მატჩის შემდეგ ბრაზილიელ ფლამარიონთან ერთად, ნონოსი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ,,დინამოს“ ვეტერანთა კავშირმა სპეციალური პრიზიც გადასცა.
    დინამოელები მთელი ძალებით კი უტევდნენ, მაგრამ გულხელდაკრეფილი წყალტუბოელებიც არ ყოფილან, მეორე ტაიმში კარგად ათამაშდა ზაურ გოგუაძე, რომელმაც ერთხელ თავად გაამწვავა ვითარება, მანამდე კი ლაღაძეს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა. კარგად ჩაერთო თამაშში გაბრიელ საღრშვილი, რომელსაც 89–ე წუთზე შესანიშნავი საგოლე შანსი ჰქონდა, ორთაბრძოლაში ჩალაძეს აჯობა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მისი დარტყმა ბათუმელთა კიპერმა მიხეილ ალავიძემ მოიგერია... საბოლოო, არაერთი სახიფათო იერიშის მიუხედავად გოლი აღარ გასულა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ლიდერთან მოპოვებული ქულა ,,სამგურალისა“ და მისი ახალი მწვრთნელის ბესიკ ხაჭიპერაძის აქტივში ჩაიწერება.
    მთავარი მსაჯი: გ.ავაზაშვილი

    მატჩის სტენოგრამა

    7.წთ. ახლო მანძილიდან ლევან შარიქაძის დარტყმის შემდეგ ,,სამგურალი“ უშანგი ბანძელაძემ იხსნა, რომელიც კარში მიმავალ ბურთს გადაეღობა.
    10 წთ. ფნალარიანის ,,სტანდარტულის“ შემდეგ ნიკა საბანაძის თავური დარტყმა მიზანს მცირე მანძილით ასცდა.
    17 წთ. ბათუმლებმა საკუთარ საჯარიმოში თენგიზ ბრეგვაძე წააქციეს და პენალტით დაისაჯნენ. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გაგა ჩხეტიანმა უნაკლოდ შეასრულა – 0:1
    26 წთ. ნიკა საბანაძის თავური დარტყმა კარს მცირე მანძილით აცდა.
    28 წთ. ფლამარიაონმა ჯანელიძესთან შსსანიშნავი კომბინაცია გაითამაშა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, წყალტუბოელები გოლისგან მეკარე ანდრე ნონოსმა იხსნა.
    42 წთ.გიორგი განუგრავას ძლიარი დარტყმა ნონოსმა მოიგერია
    45 წთ. ლაშა ჩალაძის დარტყმის შემდეგ ბურთი ზემოდან გადასცდა ,,სამგურალის“ კარს.
    49 წთ. ბაქარ ლაღაძე მ რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი და შორიდან კარში დაარტყა, თუმცა არაზუსტად.
    50 წთ. ზაურ გოგუაძის კარგი გადაცემის შემდეგ ისევ ლაღაძემ დაარტყა მასპინძელთა კარისკენ, მაგრამ ბურთი კვლავ აცდა სამიზნეს.
    53 წთ. გაგა ჩხეტიანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ,,სამგურალი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა.
    55. გაგოშიძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ანდრე ნონოსმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.
    57 წთ. ბათუმელთა მწვავე შეტევის შემდეგ ნონოსმა იხსნა გუნდი.
    58 წთ. ,,სამგურალის“ მეკარემ შეხვედრაში ერთადერთი შეცდომა დაუშვა, რასაც წყალტუბოელთა საჯარიმოში, კარიდან დაახლოებით ხუთიოდე მეტრში თავისუფალი დარტყმა მოჰყვა. ბათუმლებმა ნაბოძები შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ფლამარიაონმა ანგარიში გაათანაბრა
    63. ლაღაძის დარტმა მიხეილ ალავიძემ მოიგერია.
    65 წთ. საბანაძე ახლო მანძილიდან ურტყამდა თავით და ბურთი მცირედით აცდა კარს.
    66. გოგუაძის დიაგონალური გადაცემის შემდეგ ლაღაძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ დაარტყა.
    68. საბანაძემ ბურთი მკერდით დაამუშავა და კარისკენ ერთი შეხებით გადაგზავნა, თუმცა ნონოსმა იხსნა საკუთარი გუნდი.
    71. წთ ზაურ გოგუაძემ სწრაფი და სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყო, მაგრამ საღრიშვილის მისამართით ,, ბოლო პასი“ არ გამოუვიდა.
    76წთ. ფლამარიონის დარტყმის შემდეგ ნონოსმა შესანიშნავი სეივით ,,სამგურალი“ გოლსგან იხსნა.
    82 (1.46) საბანაძის დარტყმა ნახევარბრუნში, აცდა მიზანს.
    84. ბათუმელთა კიდევ ერთი სახიფათო დარტყმა აცდა კარს.
    85. ნონოსმა საბანაძი ორიდე მერტიდან დარტყმული მოიგერია.
    89 (1.54) გაბრიელ საღრიშვილმა ჩალაძე ჩამოიცილა და მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა...მიხეილ ალავიძემ ბათუმლები აშკარა გოლისგან იხსნა.
    90+1 კვარაცხელიას თავური აცდა კარს.
    90+3 ჩალაძის სახიფათო დარტყმა აცდა კარს.
    90+4 მასპინძელთა დარტყმა ჯერ ნონოსმა მოიგერია, ბოლო ეპიზოდში კი აჭარლებმა დაუცველ კარში ვერ გაიტანეს.скачать dle 11.3