ხაჭიპერაძის სამქულაინი დებიუტი » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ხაჭიპერაძის სამქულაინი დებიუტი
  • სამგურალის მოგება და ხაჭიპერაძის სამქულაინი დებიუტი

    სამგურალი-ცხინვალი 2:1

    25.05.2018 მარტვილი ,,მურთაზ ხურცილავა"

    ⚽0:1 ზვიად მეტრეველი (16), 1:1 თენგიზ ბრეგვაძე (45+1), გაგა ჩხეტიანი (75)

    სამგურალი: ნონოსი, ბანძელაძე, ნერგაძე, ბიბილაშვილი, კაკუშაძე, ხარაბაძე, შალამბერიძე, გოგუაძე (72.საღრიშვილი, 90.ენდელაძე) ბრეგვაძე, ლაღაძე, ჩხეტიანი (84.ღონღაძე)

    სათადარიგოები: ნუცუბიძე, კილაძე, ზ.ფანცხავა, ხელაძე

    მთავარი მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    ცხინვალი: მამადოვი, ნემსაძე (75.წივწივაძე), ლობჯანიძე, ქრისტესიშვილი, ცერცვაძე, შალამბერიძე, კაჭკაჭიშვილი, ყურშავიშვილი, ლაცაბიძე (79.ჯოხაძე), მეტრეველი, მაღალდაძე (65.მაისურაძე)
    სათადარიგოები: კერესელიძე, ბარაბაძე, გადრანი, თათხაშვილი

    მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე

    გაფრთხილება: მამადოვი (30), ლობჯანიძე (82), ქრისტესიაშვილი (83), ენდელაძე (90+1)

    არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი

    წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგა 2-ის მე-13 ტურის მატჩში მარტვილში ,,ცხინვალს" უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა. წყალტუბოელებმა პირველად ითამაშეს ახალი მთავარი მწვრთნელის ბესიკ ხაჭიპერაძის ხელმძღვანელობით და ახალგაზრდა სპეციალისტის დებიუტი წარმატებული გამოდგა. ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად ,,სამგურალმა" ბოლომდე იბრძოლა და მეტად მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.

    მატჩი წყალტუბოელების აქტიურობით დაიწყო, მე-5 წუთზე თენგიზ ბრეგვაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარე ელმადინ მამადოვმა უშეცდომოდ ითამაშა. ცხინვალელთა აზერბაიჯანელმა კიპერმა ცოტა ხანში ბრეგვაძეს კიდევ ერთი ბურთი აუღო. საწყისი უპირატესობის შემდეგ მასპინძლებმა უკან დაიხიეს და ინიციატივა სტუმართა მხარეს გადავიდა, ,,ცხინვალმა" პირველივე სახიფათო მომენტი გოლად აქცია, სტუმართა შემტევის ძლიერი დარტყმა ანდრე ნონოსმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ზვიად მეტრეველმა გაიტანა. ორიოდე წუთში ,,ცხინვალს" ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ნონოსმა აკრობატულ ნახტომში ,,ცხრიანისკენ" წასული ბურთი მოიგერია.
    ტაიმის მიწურულს ,,სამგურალმა" მწვავედ შეუტია, ბაქარ ლაღაძის კარგი გადაცემის შემდეგ თენგიზ ბრეგვაძემ ზუსტად დაარტყა და ფაქტობრივად ცხინვალელებს გოლი გასახდელში გააყოლა -1:1
    მეორე ტაიმი კიდევ უფრო დაძაბული და საონტერესო გამოდგა. გულშემატკივრების შეძახილებითა და სიმღერებით გამხნევებული წყალტუბოელები მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდნენ, მაგრამ უქმად ცხინვალელებიც არ ყოფილან, მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. 75-ე წუთზე უშანგი ბანძელაძე მარჯვენა ფლანგზე გაექცა მცველებს და გაგა ჩხეტიანს კარის წინ საგოლე გადაცემა გაუკეთა, რომელმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.-2:1
    ცხინვალელები ქულის გადარჩენას შეეცადნენ და შეტევაში წავიდნენ, წყალტუბოელებს სახიფათო კონტრშეტევების განხრციელების საშუალება მიეცათ, გოლის გატანასთან ახლოს იყო ლაღაძე, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულს, მამადოვმა არ გაატანინა. შეტევების გასაძლიერებლად ხაჭიპერაძემ მოედანზე მამუკა ღინღაძე შეიყვანა, მანამდე მინდორზე გაბრიელ საღრიშვილიც გავიდა, მაგრამ 90-ე წუთზე ცუდად იგრძნო თავი და შესაცვლელი გახდა. შეხვედრა კი თითქმის 8 წუთი გაგრძელდა. წყალტუბოელებმა სტუმრებს ხიფათის შექმნის საშუალება არ მისცეს და შედვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს. ,,სამგურალის" ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა გამარჯვება გულშემატკივრებთან ერთად იზეიმეს და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.скачать dle 11.3