აქეთ გოლები, იქით ძელები » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
აქეთ გოლები, იქით ძელები
  • აქეთ გოლები, იქით ძელები

    წყალტუბოს ,,,სამგურალი“ ეროვნული ლიგა 2–ის მე–12 ტურში სტუმრად თბილისის ,,ნორჩ დინამოსთან“ 0:3 დამარცხდა. წყალტუბოელებს ამ შეხვედრაში ორი წამყვანი ნახევარმცველი გოგი გოგიჩაიშვილი და გაბრიელ საღრიშვილი აკლდათ. მამუკა ღონღაძე კი მატჩის მე–4 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა. საკადრო პრობლემების მიუხედავად, პირველ ტაიმში წყალტუბოელებს გოლის გატანის არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ. საწყის წუთებში ივანე კილაძის თავური დარტყმა მეკარემ მოიგერია, თენგიზ ბრეგვაძისა და გაგა ჩხეტიანის დარტყმებისას თბილისელები გოლისგან ძელმა იხსნა. მასპინძლების მხრიდან გამოსარჩევი იყო ტაიმის მიწურულს ახლო მანძილიდან გოგობერიშვილის აცილებული ბურთი.
    ,,სამგურალი“ მეორე ტაიმის დებიუტშიც სახიფათოდ უტევდა, მაგრამ უშედეგოდ. თანდათან უპირატესობა მასპინძელთა მხარეს გადავიდა. თბილისელები ბურთს თავისუფლად ათამაშებდნენ და ტერიტორიული უპირატესობაც მათ მხარეს იყო. ავთანდილ შენგელიას შეცვლებმაც გაუმართლა. 70–ე წუთზე წყალტუბოელებმა საკათური საჯარიმოდან ბურთი ვერ გამოიტანეს, გამოვარდნილ ბურთთან პირველი შეცვლაზე შემოსული ტყეშელაშვილი გაჩნდა და ეფექტური დარტყმით მასპინძლები დააწინაურა. 71–წ წუთზე თამაშში გოგი ფიფია ჩაერთო, რომელსაც 8 წუთი დასჭირდა გოლის გასატანად, ფიფიამ კლასის ხარჯზე მცველს დაასწო და არც თუ ისე ძლიერი დარტყმით ორამდე გაზარდა ანგარიში. სტუმრები მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდნენ, ბაქარ ლაღაძემ კიდევ ერთხელ შეაზანზარა თბილისელთა კარის ძელი, გოლი კი ისევ ,,სამგურალის“ კარში გავიდა. იაგო დეისაძემ მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე საჯარიმოში მკერდით შეიგდო ბურთი და მომენტი დიდოსტატურად დააგვირგვინა...

    უნდა აღვნიშნოთ, რომ ,,სამგურალის“ საქომაგოდ წყალტუბოდან თბილისში 20–მდე გულშემატკივარი იყო ჩასული, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში სიმღერებითა და შეძახილებით ამხნევენდნენ გუნდს. დასაფასებელია, ისიც, რომ მიუხედავად დიდი ანგარიშით მარცხისა ,,სამგურალის“ ქომაგებმა თამაშის შემდეგ ფეხბურთელები გაამხნევეს და მათ გვერდში დგომას დაპირდნენ.

    ნორჩი დინამო – სამგურალი 3:0

    17.05.2018. თბილისი–შატილი
    1:0 გიორგი თ. ტყეშელაშვილი (70), 2:0 გოგი ფიფი (79), 3:0 იაგო დეისაძე (90+1)

    ნორჩი დინამო: შყრილაძე, ფოფხაძე, ჩუკურა, ჯგერენაია (71.ფიფია), თევზაძე, ჟვანია (46.ტყეშელაშვილი), კაკაშვილი, გეწაძე, ჩიმაკაძე (60.კაშია), დეისაძე
    სათადარიგოები: მიქავა, ჯოჯუა, ბეროშვილი, შენგელიძე
    მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია

    სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, ბანძელაძე, ბრეგვაძე (69.ფანცხავა), გოგუაძე (80.ნერგაძე), შალამბერიძე, ხარაბაძე, ლაღაძე, ღონღაძე (4.ჩხეტიანი)

    სათადარიგოები: ნუცუბიძე, ხელაძე, ენდელაძე
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე; მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    გაფრთხილება: ჩუკურა (4), ჯგერენაია (26)
    არბიტრი: არსენ ნონიკაშვილიскачать dle 11.3