უგოლო ფრე შევარდენთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
უგოლო ფრე შევარდენთან
  • წყალტუბოს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგა 2–ის მე–10 ტურში მარტვილში თბილისის ,,შევარდენს" უმასპინძლდა და მეტოქესთან ნულოვან ფრეს დასჯერდა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. განსაკუთრებით სახიფათო მასპინძელთა სამი შეტევა იყო. გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა ბაქარ ლაღაძეს, რომელიც მარცხენა მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ,,შევარდენის" კიპერს ვერ აჯობა. მეორე ტაიმში ბიბილაშვილისა და ბრეგაძის დარტყმები მცირედით ასცდა მიზანს. გოლის გატანა შეეძლო გაგა ჩხეტიანსაც, მაგრამ ზაურ გოგუაძის ჩაწოდების შემდეგ მისი თავური დარტყმა მიზანს ასცდა.
    შეხვედრას ესწრებოდა წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი, რომელიც შეხვედრას გუშემატკივრებთან ერთად, ტრიბუნებიდან ადევნებდა თვალს.


    სამგურალი – შევარდენი 0:0
    ეროვნული ლიგა 2 მე–10 ტური
    04.05.2018 მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“
    სამგურალი: ნონოსი, ბიბილაშვილი, კაკუშაძე, ენდელაძე, შალამბერიძე (63.გოგუაძე), ხარაბაძე, ლაღაძე, ბანძელაძე, ბრეგვაძე (89.კოპალიანი), საღრიშვილი, ჩხეტიანი (77.ღონღაძე)
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, ნერგაძე, კილაძე, ხელაძე
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე; მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    შევარდენი: ნადირაძე, ჩიკვაიძე, პატარკაციშვილი, კილასონია, ჯიშკარიანი, სატურნინო (58.მაისურაძე), ნემსაძე, ოდიკაძე (67.გედენიძე), ჯიქია, როსტიაშვილი, ქანთარია (77.ხარძიანი)
    სათდარიგოები: სომხიშვილი, გვაზავა, მთივლიშვილი, ნანობაშვილი
    მთავარი მწვრთნელი: გელა სანაია; მწვრთნელი: ნოდარი გვიჩია
    არბიტრი: ბაკურ ნინუაскачать dle 11.3