დუბლი–დუბლზე » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
დუბლი–დუბლზე
  • დუბლი–დუბლზე

    ეროვნული ლიგა 2–ის VI ტურში წყალტუბოს ,,სამგურალი“ სტუმრად მარტვილის ,,მერანს“ დაუპირისპირდა და უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში ფრე 2:2 ითამაშა. მარტვილელები მე–2 წუთზე დათა სიჭიანავამ ზუსტი საჯარიმო დარტყმით დააწინაურა. წყალტუბოელებმა ანგარიში მე–6 წუთზე გაათანაბრეს, დიდებულად ითამაშა გაბრიელ საღრიშვილმა, რომელმაც მასპინძელთა მთელი დაცვა მოატყუა და მომენტი გოლით დააგვირგვინა. საღრიშვილმა 14–ე წუთზე მეკარის შეცდომით ისარგებლა და დუბლი გაიფორმა –1:2. მარტვილელებმა მალევე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, 19–ე წუთზე ,,სამგურალის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც სიჭინავამ უნაკლოდ შეასრულა –2:2. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში გაგრძელდა, მოემენტები ორივე კართან საკმაოდ შეიქმნა, თუმცა საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

    მერანი–სამგურალი 2:2

    13.04. მარტვილი, სტადიონი – ,,მურთაზ ხურცილავა“

    გოლები: 1:0 სიჭინავა (2), 1:1 საღრიშვილი (6), 2:1 საღრიშვილი (14), 2:2 სიჭინავა (19)

    მერანი: მეშველიანი, მგელაძე, მელიავა, ბურჯანაძე, ტეიდი, ციმაკურიძე, ბოლქვაძე (61.პუჩკოვსკი), კლიმიაშვილი, კურდღელაშვილი (83.კუხიანიძე), სიჭინავა, ტრეტიაკი (46.ხინთიბიძე)
    სათადარიგოები: აბრამიშვილი, ც.ფაცაცია, ვ.ფაცაცია, ლომაშვილი
    მთ.მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე, მწვრთნელი: ბაგრატ ხელაია

    სამგურალი: ნონოსი, ბანძელაძე, ნერგაძე, კილაძე, ხელაძე (50.კაკუშაძე), ხარაბაძე, შალამბერიძე, ლაღაძე, საღრიშვილი, ბრეგვაძე (67.გოგუაძე), ჩხეტიანი (79.ღონღაძე)
    სათადარიგოები: ბ.ფანცხავა, ენდელაძე, ზ.ფანცხავა, ლ.ჯანელიძე
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე, მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    გაფრთხილება:ნერგაძე(18), კურდღელაშვილი (37), სიჭინავა (43), ნონოსი (47), ციმაკურიძე (68), ბანძელაძე (90)

    არბიტრი: ტარიელ რუხაია
    ასისტენტები: ზვიად ბლიაძე, თენგიზ გუგუნაშვილიскачать dle 11.3