გამოუყენებელი მომენტები და მარცხი ცხინვალთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
გამოუყენებელი მომენტები და მარცხი ცხინვალთან
  • ცხინვალი–სამგურალი 1:0

    ➡️29.03. მცხეთა. ,,მცხეთა პარკი“????️
    ⚽გოლი: შალამბერიძე (69)

    ????ცხინვალი: მამადოვი, ყურშავიშვილი, ლაცაბიძე, მაღალდაძე, მაისურაძე, ნადირაძე, კ.შალამბერიძე (86.ბარაბაძე), ქრისტესიაშვილი (62.კენჭაძე), ნემსაძე, ლობჯანიძე (46.კოკაია), გადრანი
    სათადარიგოები: კერესელიძე, სოკანგარი, ჰამიდრეზა, წივწივაძე
    მთავარი მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე

    ⭕სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ბიბილაშვილი, გოგიჩაიშვილი, ბანძელაძე, ჩხეტიანი (46.ღონღაძე), გოგუაძე (61.ლაღაძე), ნ.შალამბერიძე (64.ბრეგვაძე), კილაძე, ხარაბაძე, საღრიშვილი
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, ჯანელიძე, ფანცხავა, ენდელაძე,
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაფრთხილება: ქრისტესიაშვილი (40), ლაცაბიძე (55)
    არბიტრი: დ.სანოძე

    ✔️,,სამგურალმა“ ,,მცხეთა პარკზე“ ,,ცხინვალთან" დასანანი მარცხი განიცადა. წაგება მით უფრო დასანანია, როცა წყალტუბოელებმა მატჩის საწყის წუთებში არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს და ამის გამო მოგვიანებით დაისაჯნენ.

    მალხაზ ლაცაბიძის გუნდი ეროვნული ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში ერთადერთი იყო, რომელსაც სამი ტურის შემდეგ მოგება არ ჰქონდა და პირველი სამი ქულა სწორედ ,,სამგურალთან" მოიპოვა.

    ,,ცხინვალი" გია გიგატაძის გუნდისთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. გასული სეზონიდან მოყოლებული წყალტუბოელებმა შიდაქართლელებთან ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგეს.

    მატჩის დებიუტი ,,სამგურალის" სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და მე- 5 წუთზე სტუმრებს გოლის გატანაც მართებდათ, ზაურ გოგუაძემ მოედნის ცენტრთან ახლოს მეტოქეს აართვა ბურთი, სისწრაფე აკრიფა, მცველებს აჯობა და ცარიელი კარის წინ გაგა ჩხეტიანს გადაცემა გაუკეთა, გოლი გარდაუალი ჩანდა, მაგრამ წყალტუბოელთა ფორვარდის დარტყმა არაზუსტი გამოდგა...
    რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა ივანე კილაძესაც, რომელიც ახლო მანძილიდან ურტყამდა კარში, მაგრამ ბურთს მცველი მუცლით გადაეღობა და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა. ზაურ გოგუაძის ძლიერი დარტყმა კი მეკარემ მოიგერია. კარგი შანსი ჰქონდა გოგი გოგიჩაიშვილსაც, თუმცა ცხინვალელები ისევ გადარჩნენ. როგორც სჩანს, ამდენმა გამოუყენებელმა საგოლე მომენტმა წყალტუბოელებზე ცუდად იმოქმედა. ,,სამგურალმა" ინიციატივა დათმო და მასპინძლები გააქტიურდნენ. პირველ ტაიმში მეტოქისგან ორი მწვავე შეტევა მივიღეთ, მატჩის მეორე ნახევარში ცხინვალელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და მიზანსაც მიაღწიეს, 68-ე წუთზე ,,ცხინვალის" გამოცდილმა ნახევარმცველმა კობა შალამბერიძემ მცველებს დაასწრო და ზუსტი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
    გაშვებული გოლის შემდეგ ,,სამგურალი" მთელი ძალებით შეტევაზე გადავიდა და მეტოქე კარს მიაჯაჭვა, მაგრამ ცხინვალელებს, რომლებიც მთელი გუნდით იცავდნენ თავს, შეცდომა აღარ დაუშვიათ და მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს.

    ,,სამგურალი" მორიგ, მე-5 ტურის შეხვედრას 4 აპრილს მარტვილში ბათუმის ,,დინამოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
    скачать dle 11.3