სამგურალმა მერანი დაამარცხა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
სამგურალმა მერანი დაამარცხა
  • სამგურალმა მერანი დაამარცხა

    წყალტუბოს ,,სამგურალმა“ დღეს მარტვილის ,,მერანთან“ საკონტროლო შეხვედრა გამართა და ეროვნული ლიგა 2–ის ერთ–ერთი გამორჩეული გუნდი მისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა. მატჩი საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. გუნდებმა გახსნილი, შემტევი ფეხბურთი ითამაშეს. მომენტები ორივე კართან მრავლად შეიქმნა. მასპინძლების საკმაოდ მალე დაწინაურდნენ, მე–18 წუთზე ,,მერანის“ ახალწვეულმა დათა სიჭინავამ თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა და საჯარიმოს მისადგომებიდან ყუმბარისებური დარტყმით მარტვილელები დააწინაურა –1:0. გაშვებულმა გოლმა გია გიგატაძის გუნდი ვერ გატეხა, წყალტუბოელები ბურთზე კონტროლის მოპოვება სცადეს და შეტევაშიც აქტიურად გადავიდნენ, შედეგად წონასწორობაც მალევე აღადგინეს, ,,სამგურალის“ ლამაზი კომბინაცია გაგა ჩხეტიანმა თავური დარტყმით დააგვირგვინა, ასისტენტობა კი მას ბაქარ ლაღაძემ გაუწია. წყალტუბოელები მალე სულაც წინ გავიდნენ, გაბრიელ საღრიშვილმა ბოძებული შანი კარგად გამოიყენა, ზუსტი დარტყმით მეკარე მეშველიანს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და სტუმრები წინ გაიყვანა 1:2. მეორე ტაიმში ,,სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა თითქმის მთელი გუნდი გამოცვალა და შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა. ცვლილებები იყო ,,მერანის“ რიგებშიც. ტერიტორიული უპირატესობა მარტვილელებმა მოიპოვეს, მაგრამ სახიფათო მომენტები ორივე კართან თანაბრად იქმნებოდა. შეცვლაზე შესულმა ალექსანდრე ნუცუბიძემ ბურჯანაძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია, კარგი მომენტები ჰქონდათ წყალტუბოელებსაც, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. სხვათა შორის, საღრიშვილის დაშავების გამო წყალტუბოელებმა ბოლო 10 წუთი 10 ფეხბურთელით ჩაატარა. მიუხედავად ამისა, ,,სამგურალმა“ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა და ,,ცხინვალთან“ მატჩამდე კარგი განწყობა შეიქმნა.
    ეროვნული ლიგა 2 –ის მე–4 ტურის შეხვედრას ,,სამგურალი“ ,,ცხინვალთან“ 29 მარტს ,,მცხეთა პარკზე“ გამართავს. შეხვედრა 16.30 სთ–ზე დაიწყება.

    მერანი–სამგურალი 1:2
    24.03. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“
    გოლები: 1:0 სიჭინავა (18), 1:1 ჩხეტიანი (25), 1:2 საღრიშვილი (33)
    სამგურალი: ნონოსი, ბანძელაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, კაკუშაძე, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, გოგუაძე, საღრიშვილი, ლაღაძე, ჩხეტიანი
    შეცვლაზე შევიდნენ: ნუცუბიძე, ხელაძე, შალიკაშვილი, ენდელაძე, ფანცხავა, ჯანელიძე, ღონღაძე
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე
    „მერანი“: მეშველიანი, მგელაძე, ც. ფაცაცია, ვ. ფაცაცია, ბურჯანაძე, ლომაშვილი (კ), ტეიდი, თუხარელი, სიჭინავა, ტრეტიაკი, პუჩკოვსკი
    შეცვლაზე შევიდნენ: აბრამიშვილი, ციმაკურიძე, ჯანჯღავა, გეგია, ხინთიბიძე, კურდღელაშვილი, მათიაშვილი.
    მთავარი მწვრთნელი: მიხეილ მახვილაძე.
    არბიტრი: სლავა მონიავაскачать dle 11.3