იღბლიანი შეცვლა » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
იღბლიანი შეცვლა
  • იღბლიანი შეცვლა

    ,,სამგურალსა“ და ,,ნორჩ დინამოს“ შორის გამართული ეროვნული ლიგა 2–ის მე–3 ტურის შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. მატჩის დებიუტში ტერიტორიულ უპირატესობას ,,სამგურალი“ ფლობდა, მაგრამ წყალტუბოელები რეალური საგოლე მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ. თანდათან თბილისელებიც გააქტიურდნენ და 20–ე წუთზე გიორგი ტყეშელაშვილმა ჯარიმიდან კარში დაარტყა, თუმცა მეკარე ანდრე ნონოსი ბურთს ადგილზე დაუხვდა. 33–ე წუთზე სტუმართა სახიფათო იერიშს მარჯვენა ფლანგიდან შეცვლაზე შესული რაფაელ ჩუკურა აგვირგვინებდა, მაგრამ ბურთი ხარიხას გადააცილა. მეტოქეს გია გიგატაძის შეგირდებიც არ ჩამორჩნენ, 39–ე წუთზე თენგიზ ბრეგვაძემ, რომელსაც დღეს 23 წელი შეუსრულდა, საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერად დაარტყა, თუმცა, ბურთი მეკარე ბექა შეყრილაძემ მოიგერია. ტაიმის ბოლო წუთზე წყალტუბოელებმა რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, გაბრიელ საღრიშვილი მარცხენა მახვილი კუთხიდან ურტყამდა კარში, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.
    მეორე ტაიმი უფრო დინამიური და სანახაობრივი გამოდგა. ხან ერთ კართან იქმნებოდა სახიფათო მომენტი, ხან მეორესთან. 52–ე წუთზე იაგო დეისაძემ ნონოსის კარისკენ სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. საღრიშვილმა მეტოქეს მწვავე გარღვევით უპასუხა, საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბოლო მომენტში მცველებმა მდგომარეობა განმუხტეს. ამ ეპიზოდს კუთხუ მოჰყვა, ,,სტანდარტულს“ კი ბექა ბიბილაშვილის ძალზედ სახიფათო თავური დარტყმა, რომელიც ხარიხას მცირე მანძილით ასცდა. ამის შემდეგ ბრეგვაძემ და ღონღაძემ გაამწვავეს ვითარება, ,,სამგურალის“ გამოცდილი ფორვარდი თბილისელთა საჯარიმოში ტყეშელაშვილს გასცდა და მეკარესთან პირისპირ გადიოდა, თუმცა მეტოქესთან კონტაქტისას დაეცა, წყალტუბოელები პენალტზე აპელირებდნენ, მაგრამ არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. 61–ე წუთზე დეისაძის სახიფათო თავური დარტყმა მცირე მანძილით ასცდა ,,სამგურალის“ კარს, 68–ე წუთზე სტუმართა შემტევი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მაგრამ გოლისგან ანდრე ნონოსმა გვიხსნა, 70–ე წუთზე კი გიორგი ჯგერენაიას დარტყმის შემდეგ თორნიკე კაკუშაძემ ცარიელი კარიდან მოიგერია ბურთი და გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. ერთ წუთში გარდამტეხი მომენტიც დადგა. ,,სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ ბრეგვაძის ნაცვლად მოედანზე ბაქარ ლაღაძე შეუშვა, რომელმაც თამაშში ჩართვიდან ორიოდე წუთში შესანიშნავი გოლი გაიტანა, რომელიც საბოლოოდ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა. ლაღაძემ მარცხენა ფლანგზე გოლის შემდეგაც გაამწვავა ვითარება, მაგრამ მისი კარგი გადაცემა თანაგუნდელებმა შესაბამისად ვერ დააგვირგვინეს. დარჩენილ დროში გამორჩეული მომენტი აღარ ყოფილა. ,,სამგურალმა“ მინიმალური სხვაობით გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, ტურის სამი შეხვედრა ხვალ და ზეგ გაიმართება და დარჩება თუ არა გია გიგატაძის გუნდი მე–3 ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში 17 მარტს გახდება ცნობილი.

    სამგურალი (წყალტუბო) – ნორჩი დინამო (თბილისი) 1:0
    15.03. მარტვილი. ,,მურთაზ ხურცილავა“
    გოლი: 1:0 ბაქარ ლაღაძე (73)

    სამგურალი: ნონოსი, ბანძელაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, კაკუშაძე, ხარაბაძე, შალამბერიძე (46.გოგუაძე), გოგიჩაიშვილი, ბრეგვაძე (71.ლაღაძე), საღრიშვილი ღონღაძე (88.ხელაძე)
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, შალიკაშვილი, ჯანელიძე, მანაგაძე
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე; მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    ნორჩი დინამო: შეყრილაძე, ძამსაშვილი, ტყეშელაშვილი, თოდუა, ჯგერენაია, ბეროშვილი (32.ჩუკურა), ჯოჯუა, გოგობერიშვილი, ჟვანია (75.კაკაშვილი), დეისაძე (64.ჩიმაკაძე), ფიფია
    სათადარიგოები: მიქავა, გეწაძე, შენგელიძე, მიქელაძე
    მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია
    გაფრთხილება: ჩიმაკაძე (87), ჯგერენაია (90+2)
    არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)скачать dle 11.3