მარცხიანი დუელი გაგრასთან » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
27 აპრილი, 20:00
დილა
სამგურალი
წინა მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი3
დინამო თბ1
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
მარცხიანი დუელი გაგრასთან
  • გაგრა – სამგურალი 1:0
    ეროვნული ლიგა 2 მე–2 ტური

    წყალტუბოს ,,სამგურალი" დღეს ეროვნული ლიგა 2–ის მე–2ე ტურში სტუმრად ,,გაგრას" დაუპირისპირდა და თანაბარ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. მატჩის ერთადერთი გოლი 49–ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა.

    არადა, გოლამდე უპირატესობა სტუმართა მხარეს იყოს. წყალტუბოელებს მე–9 წუთზე გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა ჰქონდათ, მამუკა ღონღაძემ შესანიშნავი პასით სამი გაგრელი მცველი სტატისტის როლში დატოვა და ზაურ გოგუაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა ამ ეპიზოდში ბრწყინვალედ ითამაშა მასპინძელთა უკრაინელმა მეკარე ვადიმ შევჩუკმა, რომელმაც გოგუაძის დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა... გამოვარდნილ ბურთზე ღონღაძე ამატებდა, მაგრამ შორი მანძილიდან კარს ააცილა. კარგი მომენტები ჰქონდათ გაბიელ საღრიშვილს და ღონღაძეს, თუმცა გაგრელთა დასჯა ვერ მოახერხეს. პირველი ტაიმის ბოლოს მასპინძლებმაც სახიფათოდ შეუტიეს, რატი ცაცკრიალაშვილის დარტყმა მეკარე ანდრე ნონოსმა მოიგერია, ლევან პაპავამ კი კარს ააცილა.
    მეორე ტაიმი წყალტუბოელებისთვის არასასურველი სცენარით დაიწყო, არბირტმა თორნიკე კაკუშაძის მხრიდან საჯარიმოში ხელით თამაში დააფიქსირა და პენალტი ცაცკრიალაშვილმა გოლად აქცია. ,,სამგურალი" მდგომარეობის გამოსწორებას შეეცადა და მთელი ძალებით შეუტია, თუმცა ,,გაგრა" დაცვაში უშეცდომოდ თამაშობდა და კონტრშეტევებზე სწრაფად გადადიოდა. წყალტუბოელთა თავკაცმა გია გიგატაძემ გოგუაძის ნაცვლად თამაშში გაგა ჩხეტიანი ჩართო და ,,სამგურალმა" ორი ფორვარდით შეუტია, იყო ეპიზოდები, როცა სტუმრებს შეეძლოთ მიზნის მიღწევა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში არ გაუმართლათ. კონტრშეტევებზე გაგრელებსაც ჰქონდათ კარგი შანსები, ნონოსმა ორი რთული ბურთი მოიგერია. საბოლოოდ, ანნგარიში აღარ შეცვლილა და ,,სამგურალმა" დასანანი მარცხი განიცადა. მომდევნო მატჩს გია გიგატაძის გუნდი 15 მარტს გამართავს. ,,სამგურალი" მარტვილში ,,ნორჩ დინამოს" უმასპინძლებს.

    1:0 ცაცკრიალაშვილი (49.პენ)

    გაგრა: შევჩუკი, ზახარჩენკო, კილაძე, სოფრომაძე, სამხარაძე, სულთანიშვილი (14.ვარძელაშვილი), ხაბელაშვილი, კაკიაშვილი, ცაწკრიალაშვილი (79.გაბრიჩიძე) გოგიტიშვილი (59.ლომსაძე), პაპავა

    სათადაროგოები: ისიანი, ბრაჭული, მაგრაქველიძე, ცირდავა
    მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი; გაგა კირკიტაძე

    სამგურალი: ნონოსი, ხარაბაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, კაკუშაძე, შალამბერიძე, გოგიჩაიშვილი, ბანძელაძე, გოგუაძე (64.ჩხეტიანი), საღრიშვილი (57.ბრეგვაძე), ღონღაძე (79.ლაღაძე)

    სათადარიგოები: ნუცუბიძე, ხელაძე, მანაგაძე, ზ.ფანცხავა
    მთავარი მწვრთნელი: გია გიგატაძე; მწვრთნელი: ბესიკ ხაჭიპერაძე

    გაფრთხილება: ბრეგვაძე (58), კაკიაშვილი (64)

    არბიტრი: ბაკურ ნინუა (ქუთაისი)скачать dle 11.3