დღეს ,,სამგურალმა" ეროვნული ლიგა 2–ის პირველ ტურში სტუმრად თბილისის ,,შევარდენი" 2:0 დაამარცხა. წყალტუბოელებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს და დამსახურებულად გაიმარჯვეს. გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტს ბესიკ ხაჭიპერაძეს მიაჩნია, რომ წარმატება დიდმა მოტივაციამ, ერთსულოვნებამ, სათამაშო დისციპლინამ და გულშემატკივართა გვერდშიდგომამ მოიტანა. იხილეთ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის მატჩისშემდგომი კომენტარი.
ბესიკ ხაჭიპერაძე: ,,სეზონის გახსნის მატჩი იყო და შესაბამისი დაძაბულობაც ახლდა თან. ტექნიკურ ცენტრ ,,ბასაზე“ კარგი ატმოსფერო გახლდათ შექმნილი. საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. ბიჭები მოტივირებული იყვნენ, ერთსულოვნება და სათამაშო დისციპლინაც თვალშისაცემი იყო. მადლობა მათ, რომ დღევანდელი მატჩის მოსაგებად ყველაფერი გაიღეს და დასახულ ამოცანებს კარგად გაართვეს თავი. ვეცდებით, რომ მომდევნო შეხვედრებშიც ასეთივე შემართებით ვითამაშოთ... აღსანიშნავია, გულშემატკივრების ფაქტორიც, მათ გვერდითდგომას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი საქმულიანი სტარტი მათი დიდი დამსახურებაცაა. ასეთი ერთსულოვნების გარეშე წარმატების მიღწევა გაგვიჭირდებოდა, ,,შევარდენი“ კარგი გუნდია და ამას მომავალ შეხვედრებში ყველა დაინახავს. გელა სანაია გამოცდილი, წარმატებული მწვრთნელია და მის გუნდთან იოლი გასეირნება არავის ელოდება.“
скачать dle 11.3