საღრიშვილის დუბლი და მოგებით დაწყებული ჩემპიონატი » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
საღრიშვილის დუბლი და მოგებით დაწყებული ჩემპიონატი
  • საღრიშვილის დუბლი და მოგებით დაწყებული ჩემპიონატი

    ,,სამგურალმა“ ეროვნული ლიგა 2–ის 2018 წლის გათამაშება მოგებით დაიწყო. გია გიგატაძის გუნდმა პირველ ტურში სტუმრად თბილისის ,,შევარდენი“ 2:0 დაამარცხა.

    გაბრიელ საღრიშვილმა, რომელიც ,,სამგურალში“ ქუთაისის ,,ტორპედოდან“ გადმოვიდა წყალტუბოელთა მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და დებიუტი დუბლით აღნიშნა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა ,,იუნკერები“ პირველად მე–2 წუთზე დაამწუხრა, როცა მამუკა ღონღაძის გადაცემის შემდეგ მცველებს დაასწრო და ძლიერი დარტყმით ,,სამგურალი“ წინ გაიყვანა. მეორე გოლი უშანგი ბანძელაძის ფლანგურ ჩაწოდებას მოჰყვა, რომელიც საღრიშვილმა ზუსტი თავური დარტყმით დააგვირგვინა–0:2. მეორე გოლამდე გაბრიელს კიდევ ერთი საგოლე შანსი ჰქონდა, მაგრამ ზუსტად ვერ დაარტყა. წყალტუბოელებმა თავიდანვე აქტიურად დაიწყეს თამაში და მატჩის უმეტეს ნაწილში უპირატესობას ფლობდნენ. სწრაფი გოლის შემდეგ რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს, მაგრამ კარში დარტყმამდე საქმე არ მისულა. მე–11 წუთზე ,,შევარდენმა“ პირველი მეტ–ნაკლებად დასამახსოვრებელი მომენტი შექმნა, დავით ოდიკაძემ სახიფათო საჯარიმო შეასრულა, მაგრამ ბურთი მიზანში ვერ მოახვედრა. 19–ე წუთზე ოდიკაძე კვლავ საჯარიმო დარტყმით დაემუქრა წყალტუბოელთა კარს, მაგრამ მცირედით ააცილა. 24–ე წუთზე კარგი მომენტი ჰქონდათ სტუმრებს, ფლანგური გადაცემის შემდეგ მამუკა ღონღაძემ მეტოქის საჯარიმოში მცველებს დაასწრო, მაგრამ ბურთი ვერ შეიმაგრა და მასპინძლები გოლს გადაურჩნენ. 34–ე წუთზე საღრიშვილი სახიფათოდ შეიჭრა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში და თანაგუნდელებისკენ გამჭოლ გადაცემას აკეთებდა, მაგრამ ბურთი მცველმა კუთხურზე მოიგერია.
    მეორე ტაიმში ,,იუნკერებმა“ სცადეს მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ ,,სამგურალი“ მეტოქეს სახიფათო იერიშების განხორციელების საშუალებას არ აძლევდა. წყალტუბოელებმა 66–ე წუთზე მეორე გოლი გაიტანეს და ფაქტობრივად მატჩის ბედიც იქვე გადაწვიტეს. მასპინძლებს კილასონიას საჯარიმო დარტყმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც ანდრე ნონოსმა იოლად მოიგერია კარში აღარ დაურტყამთ. ,,სამგურალი“ მატჩის ბოლომდე დამაჯერებლად თამაშობდა და შეხვედრა ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანა.
    მომდევნო მატჩს გია გიგატაძის გუნდი 9 მარტს სტუმრად ,,გაგრასთან“ გამართავს.

    შევარდენი–სამგურალი 0:2

    გოლები: 0:1 გაბრიელ საღრიშვილი (2.მამუკა ღონღაძის პასით), 0:2 გაბრიელ საღრიშვილი (66.უშანგი ბანძელაძის პასით)

    შევარდენი: ნადირაძე, კილასონია, გვაზავა (59.როსტიაშვილი), მაისურაძე, გედენიძე (75.ჩიკვაიძე) ,მთივლიშვილი, ჯიშკარიანი, ოდიკაძე, მნათობიშვილი, ბახია (46.გუჯაბიძე), ქანთარია
    სათადარიგოები: აბაშიძე, პატარკაციშვილი, ჭელიძე, ხარძიანი
    მწვრთნელი: გელა სანაია

    სამგურალი: ნონოსი, კაკუშაძე, ბიბილაშვილი, კილაძე, ხარაბაძე, გოგიჩაიშვილი (90+1ჯანელიძე), შალამბერიძე, ბანძელაძე (78.ბრეგვაძე), გოგუაძე, საღრიშვილი, ღონღაძე (84.ჩხეტიანი)
    სათადარიგოები: ნუცუბიძე, მანაგაძე, ხელაძე, ზ.ფანცხავა
    მწვრთნელი: გია გიგატაძე

    გაფრთხილება: მნათობიშვილი (25), გედენიძე (36), კილასონია (58)
    არბიტრი: შ.ქუხილავაскачать dle 11.3