განსხვავებული ტაიმები » FCSamgurali - Official
მომდევნო მატჩი
20 აპრილი, 16:00
სამგურალი
დინამო თბ
წინა მატჩი
15 აპრილი, 19:00
სამგურალი2
იბერია 19993
ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
განსხვავებული ტაიმები
  • განსხვავებული ტაიმები

    ობოლონი-სამგურალი 3:1

    გოლები:1:0 გუსკოვი,2:0 ეფრემოვი, 3:0 კორლიჩუკი, 3:1 ღონღაძე (პენ)

    სამგურალი: ნუცუბიძე, ენდელაძე, ბიბილაშვილი, შალიკაშვილი, ხელაძე, გოგიჩაიშვილი, ხარაბაძე, ფანცხავა, ლაღაძე, საღრიშვილი, ჩხეტიანი

    მეორე ტაიმში შევიდნენ: კილაძე, ბანძელაძე, კაკუშაძე, ჯანელიძე, გოგუაძე, მანაგაძე, ჩავჩიძე, ღონღაძე

    დღეს წყალტუბოს ,,სამგურალმა" თურქეთში ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა. წყალტუბოელთა მეტოქე უკრაინის პირველი ლიგის წარმომადგენელი ,,ობოლონი" იყო. დანიურ ,,ფრედერისიასთან" გუშინდელი სპარინგის შემდეგ გუნდი გადაღლილი ჩანსა და პირველ ტაიმში უკრაინელებმა სამი გოლი გაგვიტანეს. მე–5 წუთზე გუსკოვმა მცველებთან ორთაბრძოლაში ჯარში ზუსტად დაარტყა–1:0. ტაიმის ბოლომდე ეფრემოვმა და კორლიჩიუკმა ანგარიშს სოლიდური სახე მისცეს. ეფრემოვი ფლანგიდან ჩაწოდებას ცდილობდა, მაგრამ ბურთი პირდაპირ კარში წავიდა–2:0, კორლიჩიუკმა კი მეკარის უკუგდებულ ბურთს ორიოდე მეტრიდან დაამატა-3:0.პირველ ტაიმში წყალტუბოელებს არაფერი გამოსდიოდათ. შესვენებაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გიგატაძემ ცვლილებებს მიმართა. შეცვლაზე შესული ფეხბურთელები გაცილებით სხარტად მოქმედებდნენ და უპირატესობა ,,სამგურალის" მხარეს გადავიდა. მარჯვენა ფლანგზე შეუჩერებელი იყო უშანგი ბანძელაძე. კარგად ჩაერთვნენ თამაშშში ზაურ გოგუაძე და მამუკა ღონღაძე. სწორედ მათ აქტიურობას მოჰყვა წყალტუბოელთა გოლი, შეტევის ბოლო ფაზაში მცველებმა საკუთარ საჯარიმოში ღონღაძე წააქციეს და არბიტრს პენალტის დანიშვნის მეტი აღარაფერი დარჩენოდა. 11 მეტრიანი დარტყმა თავად დაზარალებულმა შეასრულა–3:1. გატანილი გოლის შემდეგ წყალტუბოელებმა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავეს და რომ არა უიღბლობა მატჩის გადარჩენაც შეეძლოთ. 67–ე წუთზე კარგად ჩაერთო თამაშში ბექა ბიბილაშვილი, მისი დარტყმა უკრაინელთა კარს სანტიმეტრებით ასცდა. კარგი მომენტი ჰქონდა ივანე კილაძეს, მაგრამ არ გაუმართლა. მამუკა ღონღაძის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთის შემდეგ კი ,,ობოლონი" გოლისგან ძელმა იხსნა.
    შეიძლება ითქვას, რომ ,,სამგურალმა" ყველაზე კარგი ტაიმი სწორედ ,,ობოლონთან" მატჩის მეორე ნახევარში ჩაატარა. ამით წყალტუბოელებმა თურქული შეკრება დაასრულეს. ხვალ ისინი სახლში გამოემგზავრებიან. 1 მარტს კი ეროვნული ლიგის 1 ტურში თბილისის ,,შევარდენს" დაუპირისპირდებიან.скачать dle 11.3